ექვსთვიანი პაუზის შემდეგ იმერულ გუნდს დაუბრუნდა თეიმურაზ ღონღაძე ("დილა", ითამაშებს მე-2 ნომრით). გუნდში ჩაირიცხნენ აგრეთვე "ტორპედოს" ყოფილი მეკარე დავით კუპატაძე (13), მცველები: გიორგი გურული ("დილა", 17) და ზაზა ჭელიძე ("ტორპედო", 37), ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე ("დილა", 22) და გიორგი კუხიანიძე ("ტორპედო", 10), თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა", 18) და ნიკა საბანაძე ("ტორპედო", 9).
კონტრაქტების მიხედვით, ისინი "ზესტაფონის" ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში
ამათ გარდა, გუნდში მივიდნენ შემტევი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე ("მეტალურგი", 99) და ფორვარდი თორნიკე კაპანაძე ("ტორპედო", 32), რომელთაც 2-წელიწადნახევრიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს; ნახევარმცველმა ბექა კაკუშაძემ ("ტორპედო", 42) და თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ("ტორპედო", 7) კი "ზესტაფონს" ბედი 3-3 წლით დაუკავშირეს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზესტაფონურ კლუბში გააგრძელებს კარიერას ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი, თუმცა მის ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერ იურიდიული პროცედურებია მოსაწესრიგებელი.
ზესტაფონელები იმედოვნებენ, რომ მიგინეიშვილის საკითხი თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე მოგვარდება.
და აქვე: სეზონის მეორე ნახევარში "ზესტაფონი" "პუმას" განახლებული დიზაინის ეკიპირებით შეიმოსება.
* * *
29 იანვარს "ზესტაფონმა" თერჯოლის "საპოვნელასთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა. ზესტაფონელებმა მეტოქე ანგარიშით 7:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ შვიდივე გოლი ახალწვეულების ანგარიშზეა. დუბლები შეასრულეს თორნიკე კაპანაძემ და ნიკა საბანაძემ, დანარჩენი სამი გოლი კი რევაზ გეწაძემ, გრიგოლ დოლიძემ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"