გიორგი კუხიანიძე: "ზესტაფონისთვის" წარმატება ევროპალიგის საგზური იქნება

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი კუხიანიძე წარდგენისას

29 იანვარს "ზესტაფონმა" საფეხბურთო საზოგადოებას 12 ახალი ფეხბურთელი წარუდგინა (იხილეთ ვრცლად).

პერსონალური მაისურების (სხვათა შორის, სეზონის მეორე ნახევარში "ზესტაფონი" "პუმას" განახლებული დიზაინის ეკიპირებით შეიმოსება) გადაცემის საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ გუნდის ახალწვეულები გულშემატკივართა წინაშე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მოედანზე გამოჩნდნენ.

"ლელო" რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

გიორგი კუხიანიძე:
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივრებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვგრძნობდი, თუმცა, ვფიქრობ, "ზესტაფონში" გადმოსვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება მიზნებს, წლეულს ევროპალიგის საგზური "ზესტაფონისთვის" წარმატება იქნება, მომავალი
სეზონისთვის კი აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ".

გრიგოლ დოლიძე:
"მიხარია, რომ "ზესტაფონმა" ნდობა გამომიცხადა და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ გუნდში ჩავირიცხე. ვეცდები, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების ნდობა გავამართლო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო".

Sportall.Ge

დიმიტრი ტატანაშვილი:
"უკვე 20 დღეა, ამ გუნდის წევრი ვარ. ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, კარგი მწვრთნელებიც გვყავს და ძალიან სასიამოვნოა ამ გუნდში თამაში.

ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო "ზესტაფონის" წარმატებაში.

ამბიციური გუნდი იქმნება და ამიტომაც ვამჯობინე აქ გადმოსვლა. რაც შეეხება ბომბარდირობას, რა თქმა უნდა, ეს თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, გუნდმა მიაღწიოს წარმატებებს. მე კი ვეცდები, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო".

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ძალიან მინდა, წელს ზაფხულში ევროთასებზე ვიასპარეზოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული