ცხინვალის "სპარტაკი" თურქულ შეკრებაზე სერბულ "რადნიჩკის" გაეჯიბრა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკი" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას აგრძელებს.

რუმინეთის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ ბრაშოვის "კორონასთან" მარცხის (0:1) შემდეგ ცხინვალელები სერბულ "რადნიჩკის" (კრაგუევაცი) გაეჯიბრნენ, რომელიც სერბეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა.

მატჩი საინტერესოდ წარიმართა. "სპარტაკის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კახი კაჭარავას შეგირდებმა მეტოქე დაჯაბნეს, ოთხი რეალური საგოლე მომენტიც (ორ-ორი ასეთი შანსი ჰქონდათ ირაკლი ეხვაიასა და თორნიკე თუხარელს) შექმნეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ.

მეტოქემ კი ერთადერთი რეალური შანსი გოლად აქცია: მე-16 წუთზე რადოვან კრივოკაპიჩის კუთხურს ზუსტი თავურით გამოეხმაურა ვლადიმირ ბუბანია - 0:1.

"სპარტაკი" სერბებს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდა: ნადირაძე,
ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი, შონია (კაპ), პარუნაშვილი, თექთურმანიძე, თუხარელი, ჩაფიძე, ეხვაია. შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ქურდაძე, კ. ხიზანეიშვილი, მაისაშვილი, გაგნიძე, მეტრეველი, მაქაცარია, მოსაშვილი, ბურძენაძე, კემუხტაშვილი.

სპარტაკის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული