ბოლნისის "სიონი" უნგრულ მტკ-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
თურქულ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "სიონმა" 10 თებერვალს მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ამჯერადაც სოლიდური მეტოქე შეარჩია - უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ბუდაპეშტის მტკ.

უნგრელებმა პირველ ტაიმში 2 უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვეს.

როგორც თავად ბურდულმა გვითხრა, თამაში საინტერესო და სანახაობრივი ყოფილა და იქვე დასძინა - "სიონი" წაგებას არ იმსახურებდაო.

ბოლნისელთა თავკაცმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ უნგრულმა გუნდმა გააზრებული და ტაქტიკურად გამართული თამაში ჩაატარა.

მტკ-სთან მატჩში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მერლანი - დ. ფოფხაძე
(35. თოთაძე), ქემოკლიძე, აბრამიძე, კანდელაკი (70. იმედაშვილი) - ცხადაია (70. განუგრავა), გოგობერიშვილი (70. სამხარაძე) - ზ. ლობჯანიძე, ადამია (70. აფციაური), კახელიშვილი - უგულავა (70. მიკუჩაძე).

მომდევნო საკონტროლო მატჩს "სიონი" 11 თებერვალს ჩაატარებს და კიდევ ერთ უნგრულ გუნდს, ამჯერად "დიორი ეტოს" დაუპირისპირდება, 12 თებერვალს კი უკრაინულ "ვორსკლასთან" მოსინჯავს ძალებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული