შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩი კი "მეტალურგმა" 12 თებერვალს ჩაატარა; თუმცა ადრეც ვწერდით, რომ სპარინგ-პარტნიორი შესაძლო იყო, შეცვლილიყო: წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველთა გუნდი ან სომხურ "ალაშკერტს" უნდა დაპირისპირებოდა, ან კიდევ - ყაზახურ "ატირაუს".
თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შეკრებებზე, მეტოქე შეიცვალა და "მეტალურგიც" თავის ბოლო სპარინგ-შეხვედრაში მაკედონიურ "ტურნოვოს"
ამ გუნდმა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი წინა სეზონში უჩვენა, როცა მესამე ადგილი დაიკავა და პირველად მოიპოვა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება. მიმდინარე სეზონში კი "ტურნოვო", ყველასათვის მოულოდნელად, ზამთრის პაუზას... ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდა და ეს წარმატება, უპირველეს ყოვლისა, ახალი მთავარი მწვრთნელის, ახლო წარსულში მაკედონიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელის, გოჩე სედლოსკის უდიდესი დამსახურებაა.
"მეტალურგისა" და მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერის მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა. როგორც რუსთაველთა გუნდის პრესსამსახურიდან შევიტყვეთ, მთელი მატჩი "მეტალურგის" უპირატესობით წარმართულა, თუმცა "ტურნოვოს" მაინც მოუხერხებია შეხვედრის ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება.
რუსთაველთაგან კი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდის ახალწვეულმა, 25 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა.
თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი "მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ბედიაშვილი - ტვილდიანი (65. ექვთიმიშვილი), ვ. კილასონია, მახვილაძე, დ. საჯაია (65. თ. კაკულია) - დობროვოლსკი (65. კაკაშვილი), გიგაური - სეთურიძე, მიქაბერიძე (12. ქავთარაძე), ჩირგაძე (65. ი. გოგინაშვილი) - ჩიმაკაძე (65. ბ. ოქროპირიძე).
"მეტალურგი" მეორე ეტაპისათვის მზადებას რუსთავში გააგრძელებს; 2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი 22 თებერვალს, თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"