მატჩზე ინფორმაცია კლუბის პრესატაშე ამირან მამალაძემ მოგვაწოდა.
ბათუმელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ალავიძე - ქორიძე, გავაშელიშვილი, ჟვანია, სუხიაშვილი - გოგიტიძე, მახარაძე, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, ფიფია - სიხარულიძე. შეცვლაზე შევიდნენ: მუჯირი, ჭკუასელი, ტეტუნაშვილი, აბუსელიძე, ვარშანიძე, კიკნაველიძე.
ზედმეტი ყვითელი ბარათის გამო მეორე ტაიმში ამირან მუჯირი მოედნიდან გააძევეს, მაგრამ წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, ბათუმელებს მისი შეცვლის უფლება ჰქონდათ და მოედანზე ნოდარ კიკნაველიძე შევიდა.
"აქ ყველა
გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა, დავიმატეთ გამოცდილი ფეხბურთელები და ეს იმის მანიშნებელია, რომ მეორე წრიდან კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან მეგობრული გარემოა, გუნდის შესაკრავად კი ეს ფაქტორი აუცილებელია. მჯერა, რომ ასეთი შემადგენლობითა და განწყობით დასახულ მიზანს მივაღწევთ", - ამბობს ბათუმელთა მცველი გიგა ჟვანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"