ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა ურუშაძე და დავით მახარაძე

მარტის დასაწყისში ლანჩხუთს, შესაძლოა, მოსკოვის "დინამოს" პრესსამსახურის უფროსი იგორ ერშოვი ეწვიოს. ის "გურიას" ხელმძღვანელობას შეხვდება და კლუბებს შორის სამომავლო ურთიერთობებზე მოლაპარაკებებს გამართავს.

"გურიას" ტრანსფერების მენეჯერის, ბექა კვიციანის თქმით, შესაძლოა, ამ ორი კლუბის ძირითადმა და ვეტერანთა შემადგენლობებმა ამხანაგურადაც ითამაშონ.

რაც შეეხება სიახლეებს: "გურიამ" ცენტრალური მცველი, 1990 წელს დაბადებული ლევან ქურდაძე დაიმატა, რომელიც ბოლოს ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა. ქურდაძე გუნდს უკვე შეუერთდა და ივარჯიშა კიდეც.

ამასობაში, დავით მახარაძის გაწვრთნილები გრიგოლეთის ბაზაზე "მაჭახელას" გაეჯიბრნენ და 0:1 დამარცხდნენ.

გურია:
ბობღიაშვილი, ჭეიშვილი, ბერიანიძე, ნ. კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, გაჩეჩილაძე, ტეიდი, კვირტია, პ. ხორგუაშვილი, შენგელია, კვერენჩხილაძე;
II ტაიმში: ვ. კილაძე, კვირკველია, ნიქაბაძე, ლორთქიფანიძე, ტუღუში, ინგოროყვა.

ამ გუნდებმა მოსამზადებელ ეტაპზე უკვე მეორედ ითამაშეს - პირველში "გურიამ" 1:0 გაიმარჯვა.

ამასობაში კი ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, "გურიას" განაცხადში ახალი მოთამაშეები მოხვდნენ. მორიგი ტესტ-მატჩი კი ორშაბათს, 17 თებერვალს, ჩოხატაურში "ბახმაროსთანაა" დაგეგმილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული