მარტის დასაწყისში ლანჩხუთს, შესაძლოა, მოსკოვის "დინამოს" პრესსამსახურის უფროსი იგორ ერშოვი ეწვიოს. ის "გურიას" ხელმძღვანელობას შეხვდება და კლუბებს შორის სამომავლო ურთიერთობებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
"გურიას" ტრანსფერების მენეჯერის, ბექა კვიციანის თქმით, შესაძლოა, ამ ორი კლუბის ძირითადმა და ვეტერანთა შემადგენლობებმა ამხანაგურადაც ითამაშონ.
რაც შეეხება სიახლეებს: "გურიამ" ცენტრალური მცველი, 1990 წელს დაბადებული ლევან ქურდაძე დაიმატა, რომელიც ბოლოს ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა. ქურდაძე გუნდს უკვე შეუერთდა და ივარჯიშა კიდეც.
ამასობაში, დავით მახარაძის გაწვრთნილები გრიგოლეთის ბაზაზე "მაჭახელას" გაეჯიბრნენ და 0:1 დამარცხდნენ.
გურია:
II ტაიმში: ვ. კილაძე, კვირკველია, ნიქაბაძე, ლორთქიფანიძე, ტუღუში, ინგოროყვა.
ამ გუნდებმა მოსამზადებელ ეტაპზე უკვე მეორედ ითამაშეს - პირველში "გურიამ" 1:0 გაიმარჯვა.
ამასობაში კი ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, "გურიას" განაცხადში ახალი მოთამაშეები მოხვდნენ. მორიგი ტესტ-მატჩი კი ორშაბათს, 17 თებერვალს, ჩოხატაურში "ბახმაროსთანაა" დაგეგმილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"