მერე აღმოჩნდა, რომ თამაშისას უცნაური რამ მომხდარა - "ოლიმპიკმა" მეორე ტაიმში შემადგენლობა სრულად შეცვალა და მოედანზე, არც მეტი, არც ნაკლები, "ოლიმპიკის" პრეზიდენტი ვლადისლავ გელზინიც გამოჩნდა(?!).
ამაზე თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც წერს.
შეგახსენებთ, რომ რაღაც მსგავსი 6 თებერვალს, ასევე თურქულ შეკრებაზე, თბილისის "დინამოს" შეემთხვა. საქართველოს ჩემპიონი უკრაინის პრემიერლიგის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ოდესის "ჩერნომორეცს" ხვდებოდა. 62-ე წუთზე ოდესელებმა დაშავებული თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელით,
ცხადია, დინამოელებს 45 წლის ჭაღარათმიანი მამაკაცის მოედანზე გამოჩენა ძალიან გაუკვირდათ, შეურაცხყოფად მიიღეს და მოედანი დატოვეს - შეხვედრა ჩაიშალა.
ამჯერად, სხვაგვარი რამ მოხდა. საქმე ისაა, რომ დონეცკური კლუბის პრეზიდენტის, გელზინის დოსიეში მეტად უცნაური რამ წერია - მოთამაშე-პრეზიდენტი! ის ერთადერთი კლუბის ხელმძღვანელია მსოფლიოში, რომელიც პარალელურად თამაშობს კიდეც.
40 წლის გელზინი "ოლიმპიკში" 2003 წლიდან გამოდის, პირველ ლიგაში თამაშობს და ამპლუით თავდამსხმელია და გოლებიც გააქვს. გელზინმა უკრაინის პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდის ფორმა 9-ჯერ მოირგო და 1 გოლიც გაიტანა. სულ კი 108 მატჩში მის ანგარიშზე 18 ზუსტი დარტყმაა. ის ბათუმელებთანაც აქტიურობდა და თავის გამოჩენა საჯარიმო დარტყმითაც სცადა, მაგრამ ბურთი "ცოცხალ კედელს" ვერ გადააცილა.
..."ოლიმპიკში" ძირითად მეკარე ზაურ მახარაძეს არ უთამაშია. 20 წლის ქართველი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა წლეულს ის სანკტ-პეტერბურგში, "თანამეგობრობის თასზე" წაიყვანა. მახარაძემ ყირგიზეთთან პირველი შეხვედრა (უკრაინელებმა 2:0 მოიგეს) შეუცვლელად ჩაატარა, ესტონეთსა (2:0) და ტაჯიკეთთან (4:1) კი კოვალეცმა მისი კონკურენტი დააყენა. მეოთხედფინალში, სადაც უკრაინამ ლიტვა 4:1 დაამარცხა, მახარაძე კვლავ სასტარტოში იყო, ხოლო ნახევარფინალსა (1:0 ბელორუსთან) და ფინალს (4:0 რუსეთთან) სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალს.
აქვე ვიტყვით, რომ "თანამეგობრობის თასის" ფინალში ითამაშა ყოფილი დინამოელის, ახრიკ ცვეიბას ვაჟმა სანდრო ცვეიბამ. ის სანკტ-პეტერბურგის "რუსის" მოთამაშეა, იანვარში კი ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" ისინჯებოდა.
რუსეთის ნაკრების განაცხადში იყო, მაგრამ ფინალში არ უთამაშია შემტევ ნახევარმცველ ნიკა ჩხაპელიას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"