ლანჩხუთის "გურიამ" "დილა" გორში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
26 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის 4 მატჩი გაიმართა.

ცხინვალის "სპარტაკმა" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო. ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე ცხინვალელებმა მოახერხეს, გატანილი გოლის ავტორი თორნიკე თუხარელი გახდა. ლაშა პარუნაშვილმა კი მე-12 წუთზე საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა გამოფხიზლება 25-ე წუთზე შეძლეს, როცა ბესიკ დეკანოიძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 35-ე წუთზე კი გიორგი გაბედავამ გათანაბრება შეძლო. გიორგი დათუნაშვილმა 90-ე წუთზე კი შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა - 2:3.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გორის "დილასა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით,
ანგარიშით 1:3 დასრულდა. "გურიას" მხრიდან თავი პავლე ხორგუაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა, 83-ე წუთზე კი გიგა კერენჩხილაძემ გაიტანა. გორელებმა გოლის გატანა მხოლოდ 90-ე წუთზე შეძლეს (თავი ზურაბ ძამსაშვილმა გამოიჩინა) და საპასუხოდ კიდევ ერთი ბურთი მიიღეს (ბექა შეყილაძე 90) - 1:3.

რუსთავის "მეტალურგმა" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯია" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. კახაბერ კაკაშვილმა 49-ეზე, ხოლო ირაკლი გოგინაშვილმა 90-ე წუთზე გაიტანა.

ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. 63-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ დააწინაურა მარტვილელები, ხოლო მამუკა ღონღაძემ 68-ე წუთზე გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურიას" მხრიდან თავი პავლე ხორგუაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და 83-ე წუთზე გიგა კერენჩხილაძემ გაიტანა.
აზრი დაატანეთ რას წერთ!
შოთა
20:05 26-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული