უმაღლესი ლიგის XX ტურის წინ: ცენტრალურს ზესტაფონი უმასპინძლებს

AutoSharing Option
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ზესტაფონი უმასპინძლებს. წინა ტურში "დინამოს" მარცხისა და "ჩიხურას" გამარჯვების შემდეგ ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, რაც მატჩს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.

საწყის ტურში განცდილი მარცხის შედეგად თბილისელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობა გაანიავეს, რის გამოც ხვალინდელ მატჩში ისინი ვალდებულები არიან მაქსიმუმი გაიღონ და ჩემპიონატის განახლებამდე არსებული უპირატესობა აღიდგინონ. თავისმხრივ საჩხერლებიც ვალდებულები არიან იგივე გააკეთონ, რადგანაც მათ შესანიშნავი შანსი ეძლევათ ქულათა სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირონ. შოთა კაშიას დისკვალიფიკაციას თუ არ ჩავთვლით ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით წარსდგება ერთმნეთის წინაშე.

ყველა
საინტერესო მატჩის მოლოდინშია, იმედს გამოვთქვამთ მატჩი გულშემატკივრისა და ჩვენს მოლოდინს გაამართლებს.

2 მარტი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 15:00
ჩიხურა-დინამო (თბ)
პირველი წრე: 6-1
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, ბ.ნინუა (1დამ. ასისტანტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: შოთა კაშია ("ჩიხურა")

გასულ ტურში სენსაციის ავტორი "სიონი" "ტორპედოს" დაუხვდება. ბოლნისელები გულშემატკივრთა გაოცებას აგრძელებენ და რაღა თქმა უნდა, ისინი ხვალაც გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. დღევანდელი მდგომარეობით ქვემო ქართლელები 30 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ და ზედა ექვსეულში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან.

ზედა ექვსეულში მოხვედრის სურვილი "ტორპედოსაც" აქვს, თუმცა მათ მხოლოდ თეორიული შანსიღა დარჩათ. წინა ტურში დაკარგული ქულების შემდეგ კი, მათი შანსი კიდევ უფრო შემცირდა. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა დარწმუნებულები ვართ ქუთათურები ბოლომდე იბრძოლებენ ხვალაც და ყველა სხვა დარჩენილ მატჩშიც.

2 მარტი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 15:00

სიონი-ტორპედო
პირველი წრე: 1-1
მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზვ.ერქვანია, გ.ელიკაშვილი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

ზედიზედ განცდილი 4 მარცხის შემდეგ გასულ ტურში მარტვილელებმა ქულის აღება მოახერხეს. "მეტალურგმა" კი, თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და შანსები ერთი ორად გაიუმჯობესა. ხვალინდელ მატჩს ინტრიგას მატებს ისიც, რომ პირველ წრეში "მერანი" გამანადგურებელი ანაგარიშით დამარცხდა რუსთაველებთან და ვფიქრობთ, მათ რევანშის დიდი სურვილი აქვთ.

საბედნიეროდ, სერიოზული დანაკლისი არც ერთი გუნდის შემადგენლობაში არაა და ორივე მათგანი სრულ მზადყოფნაშია მნიშვნელოვანი მატჩისთვის. რუსთაველთათვის ამ მატჩს ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ისინი საკმაოდ რეალურ შანსს ინარჩუნებენ მოხვდნენ ზედა ექვსეულში და გააგრძელონ ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის.

2 მარტი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00
მერანი-მეტალურგი
პირველი წრე: 6-1
მსაჯები: ლ.სილაგავა, ი.მაჩიტიძე, დ.კვეტენაძე, ჯ.ხორავა (სათადარიგო)

მცხეთა საკმაოდ მნიშვნელოვან და რაც მთავარია საინტერესო მატჩს უმასპინძლებს. სეზონის განახლების შემდეგ შესანიშნავად მოასპარეზე და განახლებული "ზესტაფონი", ვეტერინარებს ეწვევა და შეეცდება მესამე ადგილი გაიმყაროს. თავისმხრივ, თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს "ვიტ-ჯორჯიასთვისაც", აქედან გამომდინარე, თბილისელები დიდ წინააღმდეგობს გაუწევენ მარგველებს. უნდა აღინიშნოს, რომ ვეტერინარებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვთ, მათ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მჭედლიშვილი, დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ. "ზესტაფონი" კი, უდანაკარგოდ ჩადის მცხეთაში, მათი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

2 მარტი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 15:00
ვიტ-ჯორჯია-ზესტაფონი
პირველი წრე: 1-1
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ბერულავა, ო.ხეცაძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი ("ვიტ-ჯორჯია")

ზამთრის შესვენებამდე მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, განახლებული სეზონის პირველივე მატჩში "ზუგდიდი" ზესტაფონს ეწვია და ადგილობრივ გუნდთან 3-0 დამარცხდა. გასულ ტურში მისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში დამარცხდა "დილაც", რის შედეგადაც ისინი მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდნენ.

მოკლედ, რომ ვთქვათ ორივე გუნდისთვის ხვალინდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე გულშემატკივარი დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან.

2 მარტი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 15:00
ზუგდიდი-დილა
პირველი წრე: 1-1
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.ვარამიშვილი, გ.ჩიგოგიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

ლანჩხუთს ფეხბურთი დაუბრუნდება, ფეხბურთის ფედერაციამ "გურიას" ნება დართო საშინაო მატჩები "ეროსი მანჯგალაძეზე" ჩაატაროს. გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს და საკუთარი გუნდისგან გამარჯვებას ელიან. მითუმეტეს, რომ წინა ტურში გურულებმა სტუმრად ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.

დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა "სპარტაკი", ცხინვალელები 2-0 იგებდნენ, მაგრამ საჩხერლებმა მაინც მოახერხეს მათი დამარცხება. ამ მარცხით მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ამიტომ ხვალ მათთვისაც უმნიშვნელოვანესი მატჩია.

2 მარტი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00
გურია-სპარტაკი
პირველი წრე: 0-1
მსაჯები: თ.გვანცელაძე, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, თ.ხუჭუა (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჭაფოძე

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული