მერანი-მეტალურგი 0:0 - იყო თუ არა პენალტი?

AutoSharing Option
ფოტოზე: მარტვილელები ლაშა სილაგავას (ცენტრში) გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ

...ნომინალურ მასპინძელ მარტვილის "მერანს", სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, გამარჯვება მართებდა საშუალო დონის "მეტალურგთან". ცხრილის ქვედა ნაწილში ისეთი სიტუაციაა, მარტვილელებისთვის თითოეულ მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მით უფრო, რომ უშუალო კონკურენტებმა - "ზუგდიდმა" და "ცხინვალმაც" - თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

იმავეს ვერ ვიტყვით რუსთაველებზე, ისინი სულ სხვა დილემის წინაშე დგანან: უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრებათ, პირიქით, დიდი ალბათობით, ზედა ექვსეულში ადგილს შეინარჩუნებენ და ევროსაგზურისთვისაც იბრძოლებენ კიდეც.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მაყურებლებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველი 45
წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრის სიახლოვეს ტრიალებდა, ფეხბურთელები მწვრთნელების დავალებებს კარგად ასრულებდნენ, ტაქტიკური სქემების მიხედვით მოქმედებდნენ და შანსს ელოდნენ.

Sportall.Geამის მიუხედავად, რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი მაინც შეიქმნა: სეთურიძის ფლანგურ გარღვევას მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა ჩიმაკაძის თავური უზუსტო გამოდგა. ზუსტად სამ წუთში კილასონიას მიერ ძლიერად დარტყმული მამალაძემ უკუაგდო.

გულხელდაკრეფილები არც მასპინძლები ყოფილან. შორეული დარტყმების გარდა, მათ ერთ ეპიზოდში გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. კუჭუხიძის მიერ სახიფათოდ ჩაწოდებულს მშობლიური რაიონის გუნდში ახლახან დაბრუნებული ციცხვაია ვერ გამოეხმაურა, არადა, ბურთმა მილიმეტრებში ჩაუქროლა.

ბოლო აკორდი "მეტალურგისა" იყო, საჯაიას შესანიშნავი გადაცემის შედეგად, ჩიმაკაძე, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, თუმცა გამოცდილ თავდამსხმელს მიზანმა უმტყუნა.

მეორე ტაიმში უპირატესობას "მერანი" დაეუფლა, სტუმრებმა კი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. მალე მარტვილელებს დაწინაურების ჩინებული შანსი მიეცათ - თავდაპირველად, ფონიავას დარტყმული გააუვნებელყო სეფიაშვილმა, მოგვიანებით კი ბენაშვილის თავური მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

ბოლოსკენ ზურაბ იონანიძემ, ინერტული ბენაშვილისა და ციცხვაიას ნაცვლად, მოედანზე რაფაელი და ჩხეტიანი შეუშვა. მე-80 წუთზე სწორედ ჩხეტიანის დარტყმული, რიკოშეტის შედეგად, ჯოჯუას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ხელსაყრელი პოზიციიდან, მართალია, ძლიერად, თუმცა მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

ცოტა ხანში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში იობაშვილი და მიქაბერიძე წაკამათდნენ. კონფლიქტი არბიტრის ჩარევით ამოიწურა - ფეხბურთელები ყვითელი ბარათით დაისაჯნენ.

და მაინც, მატჩმა კულმინაციას მსაჯის მიერ დამატებულ დროში მიაღწია. მთელი ძალებით წინ წასული "მერანის" შეტევების ორგანიზატორად მელიავა მოგვევლინა, რომელმაც დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, გამოზომილი პასით მოძებნა ფონიავა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო თამაში და ელვის სისწრაფით შეიჭრა საჯარიმოში, სადაც აკრძალული ილეთით შეაჩერეს (დარღვევა ვიდეოფირზეც კარგად ჩანს).

მაშინ, როცა ყველა 11-მეტრიანს ელოდა, ლაშა სილაგავამ წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

არბიტრის კომპეტენციაში არ ვერევით, თუმცა მარტვილელმა გულშემატკივრებმა მას სხვა შეხვედრებიც გაახსენეს, როცა, მათი თქმით, "მერანმა" სწორედ მისი "არაობიექტურობის" გამო წააგო.

საბოლოოდ - ფრე, რომელიც "მერანისთვის" ვერაფერი ნუგეშია, "მეტალურგისთვის" კი ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ნიშანდობლივია, რომ 29 სექტემბრის შემდეგ მერანელებს ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ მოუგიათ.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9

I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრამ რატო არ აგნიშნავთ იმას რო პირველ ტაიმში მეტალურგს არ დუდეს პენალი ხელით თამაშზე რაც ასშკარათ იყო http://www.youtube.com/watch?v=Wg4yF6jRVmA&feature=share ნახეთ კარგათ და დარწუნდებით!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული