რამაზ სოღოლაშვილის მიმართვა გორის "დილას" გულშემატკივრისადმი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XX ტურში "ზუგდიდთან" განცდილი მარცხის შემდეგ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა კლუბის ოფიციალური საიტის მეშვეობით გულშემატკივარს მიმართა.

საგაზაფხულო ეტაპი "დილამ" ქუთაისში "ტორპედოსთან" თასის 1/4-ფინალური შეხვედრით დაიწყო და წარმატებას მიაღწია, ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში კი (შინ "გურიასთან" და სტუმრად "ზუგდიდთან") მარცხი განიცადა.

იხილეთ:
ზუგდიდი-დილა 2:1 - ზურგის ქარი [VIDEO]
დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]

რამაზ სოღოლაშვილი:
"პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რომელიც განვლილ სამ შეხვედრაში იგრძნობოდა ჩვენ მიმართ და ასევე, მინდა გულისტკივილი გამოვთქვა
ჩემპიონატში განცდილი ორი მარცხის გამო.

არ ვიმართლებ თავს და ამ ორ მარცხს მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები გვქონდა, როგორც საშინაო შეხვედრაში ლანჩხუთელებთან, ასევე სტუმრად "ზუგდიდთან".

დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ზედა ექვსეულში მოსახვედრად. ჩვენ ორივე მატჩში მოგება გვჭირდება, თუმცა შეიძლება ერთი გამარჯვებითაც შევძლოთ მოწინავეთა შორის დამკვიდრება.

მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ სწორედ ახლა გვჭირდება მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი თანადგომა, რათა დასახული მიზანი სისრულეში მოვიყვანოთ.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბრძოლა ექვსეულისთვის გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. ასევე კარგი შანსი გვაქვს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გასვლისა, რომლისკენაც ქუთაისში გამარჯვებით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა.

ბოლოს დავამატებ, რომ არ გავურბივარ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებას. ვგრძნობ მათ თანადგომას, მაგრამ თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ვერ ვასრულებ ან სხვა უკეთ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა. თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩემგან ეს გაუმართლებელი და უსუსური ნაბიჯი იქნებოდა. ამიტომ არ ვაპირებ ნაკისრი ვალდებულებისთვის თავის არიდებას".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დააბრუნეთ დევდარიანი.
zaza
12:56 04-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული