უმაღლესი ლიგის XII ტური "შუქურამ" და "მერანმა" მოგებით დაასრულეს

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XII ტურის დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა.

ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა უკრაინელ სპეციალისტ კონსტანტინ ფროლოვს. "ჩელე არენაზე" გამართულ შეხვედრაში ქობულეთელებმა "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში 38-ე წუთზე ზაზა ტუღუშმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 75-ეზე ზვიად მეტრეველმა დააფიქსირა.

* * *
გამარჯვება იზეიმა მარტვილის "მერანმაც", რომელმაც რუსთავში "მეტალურგს" სტუმრად 2:1 სძლია.

მარტვილელებმა ანგარიში 22-ე წუთზე, დავით ბოლქვაძის ზუსტი 11-მეტრიანით გახსნეს. 35-ე წუთზე "მეტალურგმა" გიორგი ქავთარაძის გოლით გაათანაბრა, თუმცა
72-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა და "მერანს" სამი ქულა მოუტანა.

12 ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილს თბილისის "დინამო" 26 ქულით ლიდერობს. მას კვალში 21-21 ქულით გორის "დილა" და "სამტრედია" უდგანან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი პროგნოზი გამართლდაა! დღევანდელი და გუშინდელი ოთხივე შედეგი დავსვი.(იხ.წ.სტატია)
"ვარ გენია რიმანელი"
მერანი("სალხინო") უპატრონოებში ჩემპიონია.

0

სიახლეები პოპულარული