"ლელო" შეეცადა, გაერკვია, ჭორია ეს ხმები თუ სიმართლე?
* * *
ცოტა ხნის წინათ ქობულეთის "შუქურას"ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 932 ათასი ლარი გამოუყო. ეს წლის ბოლომდე სამყოფი თანხაა, რომლითაც უნდა გაისტუმრონ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის სამი თვის აუნაზღაურებელი ხელფას-პრემიები. ცხადია, ეს ჩვენს პირობებში საკმაოდ დიდი თანხაა, რომლითაც უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბი არ არის განებივრებული. "შუქურასთან" დაკავშირებით ითქვა ისიც, რომ ქობულეთური კლუბის მიმართ ინტერესი უცნობმა ბიზნესმენმა
"საქმე სხვაგვარადაა. კლუბის შეძენაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ამ კაცის დასახელებასაც მოვერიდები. ვერც იმას გავამხელ, ეს ბიზნესმენი ქართველია თუ უცხოელი. მან კატეგორიულად მითხრა, რომ "შუქურაში" მის მოსვლაზე აჟიოტაჟი არ სურს.
ის "შუქურას" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. ასეთ შემთხვევაში, კლუბი მაინც მუნიციპალიტეტს დარჩება, ბიზნესმენი კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სტადიონის მოვლა-პატრონობაში შეგვეშველება.
მოკლედ, ლაპარაკია არა კლუბის ახალ მეპატრონეზე, არამედ შესაძლო სპონსორზე", - ამბობს ჩელებაძე.
საქართველოს ჩემპიონატში 12 ტური მიილია. "შუქურა" 14 ქულით მე-12 ადგილზეა, რაც ევროსაგზურის მოპოვებას არარეალურს ხდის. თუმცა ჩელებაძე ფიქრობს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის:
"მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "დილას" და "სამტრედიას" სულ 7 ქულით ჩამოვრჩებით. დარჩენილ 18 ტურში ამ სხვაობის შემცირება და მათი გადასწრება გადაულახავ ამოცანად სულაც არ მიმაჩნია.
გაიხსენეთ, მიმდინარე ჩემპიონატში რა მოხდა: ბათუმის "დინამომ" შინ ერთ-ერთ ლიდერ ცხინვალის "სპარტაკთან" წააგო, რომელიც პირველადგილოსან თბილისის "დინამოსთან" 1:6 დამარცხდა. ამ დროს კი ბათუმელები თბილისში ჩავიდნენ და "დინამოს" 1:0 მოუგეს.
ეს ფაქტები მიანიშნებს, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების დონე გათანაბრდა, რაც ჩვენთვის სტიმული უნდა გახდეს".
"შუქურას" პრეზიდენტი ახალ მთავარ მწვრთნელზეც გველაპარაკა:
"უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი საინტერესო სპეციალისტია. ის წლის ბოლომდე ჩვენი მთავარი კონსულტანტი იქნება, მთავარ მწვრთნელად კი 1-ლი იანვრიდან დაინიშნება.
მასთან ჯერ მხოლოდ ექვსთვიან კონტრაქტს გავაფორმებთ, რადგან პირდაპირ ვუთხარი - ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველაფერი შედეგებზე იქნება დამოკიდებული-მეთქი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იგივე დილასა და სამტრედიასთან რომ 2 მატჩი გაქვს კიდევ გასამართი ბატონო რევაზ?და წინ კიდევ სპარტაკი,ტორპედო და დინამო ბთ გელოდებათ?
წარმატება იქნება ალბათ თასის ხაზით მაგრამ იქაც ჯერ დინ.თბ არის და ამასთანავე წესებია შეცვლილი ევროპალიგაზე მოხვედრისა თასის გათამაშებიდან :)
მოკელდ დიდი კონკურენცია გააჩინა ამ 16 გუნდიანმა :)