როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ, გუნდის ვარჯიშზე, სპორტულმა დირექტორმა ზვიად სტურუამ აღმასრულებელ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტის შემდეგ ლომთაძემ პოსტის დატოვების განცხადებით კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.
ინფორმაცია დაადასტურა თავად ნუგზარ ლომთაძემ.
- თქვენსა და კლუბის სპორტულ დირექტორ ზვიად სტურუას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა?
- დიახ, ასეა.
- რის საფუძველზე?
- სტურუა მომიახლოვდა და რაღაც მკითხა. მე მას ვუპასუხე, რომ ხელმძღვანელობასთან გაერკვია ეს საკითხი. მან კითხვა გამიმეორა და იგივე ვუპასუხე, რის შემდეგაც
- რა გკითხათ კონკრეტულად ზვიად სტურუამ?
- საფეხბურთო თემას ეხებოდა.
კომენტარისთვის ზვიად სტურუასაც დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა, ტელეფონი გათიშა და ზარებს აღარ პასუხობდა.