"დილამ" გორში "სამტრედიას" მოუგო და თბილისის "დინამოს" მიუახლოვდა

AutoSharing Option
21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

დღის მთავარი მატჩი გორში გაიმართა, სადაც სადისციპლინო კომიტეტისგან დასჯილმა "დილამ" "სამტრედიას" უმაყურებლოდ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე გურამ ადამაძემ თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებამ გორის "დილას" სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა, თუმცა ამ უკანასკნელს სხვაობის კვლავ გაზრდა 22 ნოემბერს, ზუგდიდში შეეძლება.

მცხეთაში "ვიტ ჯორჯია" რუსთავის "მეტალურგთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან დუბლით დავით გელაშვილი
(7, 39) გამოირჩა.

დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, საბოლოოდ მაინც მოიგო - 2:1.

სტუმრები ანგარიშში უკვე 24-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძემ დააწინაურა. "დინამოს" გათანაბრება ჯერ 53-ე წუთზე შეეძლო, თუმცა ამირან მუჯირმა პენალტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ბათუმელთა ლეგენდამ 61-ეზე მაინც გაიტანა, 79-ეზე კი უკვე თეიმურაზ შონიამ აიღო "სიონის" კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მარტვილის "მერანმა" ფოთის "კოლხეთი" მიიღო, გოლი არ გასულა.

ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი შაბათს, 22 ნოემბერს გაიმართება.

იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ლოგიკა თუ ცრურწმენა?

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
aseti tamashi da tanac principuli me ar maxsovs dilas moegos, es moxda shoreul carsulshi, 70-ian clebshi rustavis metalurgtan, dila agebda 0-1-s da tamashi shemoatriala 2-1. dges ki tu chavttvlit im sagole momentebs rac dilam ver gamoiyena, angarishi upro soliduri unda yopiliyo, aseti satamasho disciplina, ortabrdzolebi burtistvis da gamarjvebisadmi scrapva yvelaperi iyo tamashshi, ai ratom miyvars me goris dila......
vladimer metreveli
10:35 22-11-2014
0
სამტრედიას ნორმალური და მომტხოვნი მწვრტვნელი უნდა ზამტარადზე სადაც მივიდა ვერსად ვერ გააკეტა ვერაფერი ჰემი აზრიტ სამტრედიას ბევრად კვალიფიცირებული მწვრტნელი სჯირდება ვიდრე სანაია და ზამტარადზე არიან მიუხედავატ მატდამი პატივისცემისა
paata xuchua
20:59 22-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული