მე-9 წუთზე სტუმარ სოსო ჭიკაიძეს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბათუმელები მეკარე მიხეილ ალავიძემ გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში გია კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის კარში თავური დაარტყა. ალავიძემ რეაგირება კი მოასწრო, მაგრამ კვარაცხელიამ დამატებაზე მაინც გაიტანა. გვერდითა მსაჯმა ალამი ააფრიალა, თითქოს, "სიონის" მცველი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რამაც სტუმართა აღშფოთება გამოიწვია...
პირველი ტაიმი ბოლნისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 42-ე წუთზე დაჩი ფოფხაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც შორეულ ძელთან
მეორე ნახევარში ბათუმელთა შორის ვეტერანი ამირან მუჯირი გამოჩნდა, რომელმაც გუნდის თამაში დაალაგა და საბოლოოდ, შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. მატჩი ახალი განახლებული იყო, არბიტრმა ფოფხაძის მიერ საჯარიმოში ბექა ჭკუასელის წაქცევისთვის "სიონის" კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ... მუჯირმა ბურთი ძელს მოარტყა.
თუმცა მალევე მუჯირმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა და მშვენივრად შესრულებული საჯარიმოთი წონასწორობა აღადგინა - 1:1.
75-ე წუთზე ბოლნისელებს დაწინაურების კიდევ ერთი შანსი მიეცათ, როცა გიორგი ცხადაიას გადაცემის შემდეგ ვილი ისიანი კარგად გაიხსნა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. 79-ე წუთზე კი ბათუმელებმა თავიანთი შანსი მაინც გამოიყენეს - მუჯირმა საჯარიმოში ბურთი შონიას გააყოლა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ბოლნისელებს არბიტრ ლაშა სილაგავასთან პრეტენზიები ჰქონდათ. მაგალითად, შეხვედრის დასასრულს, მასპინძელთა ფეხბურთელმა დაჩი ფოფხაძეს სახეში იდაყვი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა, მაგრამ სილაგავას თამაში არ შეუჩერებია, არადა, ფაქტი სახეზე იყო - ფოფხაძეს გატეხილი ცხვირიდან სისხლი სდიოდა...
ამას გარდა, ბოლნისელები ამტკიცებენ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში სამი ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს, მსაჯები მათი მეტოქის ბევრ დარღვევაზე თვალებს ხუჭავენ და ასე შემდეგ.
მატჩის შემდეგ "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა ეს პრეტენზიები საჯაროდ დააფიქსირა:
"ამ მოგებას ვულოცავ არბიტრ ლაშა სილაგავას და არა მარტო მას - მესამე შემთხვევაა, ჩვენი თამაში ისე არ ჩაამთავრა, რამე არ მომხდარიყო. მის კომპეტენციაში ეჭვი სერიოზულად მეპარება, მაგრამ რაღაცას ვიტყვი და კიდევ 3 მატჩით დამსჯიან. ამიტომ კარგად გაარჩიონ ეს თამაში და ერთხელ და სამუდამოდ თქვან, რა ხდება".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 900 მაყურებელი
დინამო (ბთ)-სიონი 2:1!
გოლი: 0:1 ლობჟანიძე (24), 1:1 მუჯირი (61), 2:1 შონია (79)
გამოუყენებელი პენალტი: მუჯირი (53)
დინამო (ბთ): ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, გ. გოგიტიძე (77. ვარშანიძე), მაკარიანი, ტატანაშვილი (46. მუჯირი), ჭკუასელი (89. ქორიძე), ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, თევდორაძე, კაკალაძე, აბუსელიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სიონი: ბათიაშვილი, დ. ფოფხაძე, დ. სვანიძე (83. უგულავა), გ. კვარაცხელია, ინწკირველი, გ. ფოფხაძე, ცხადაია (83. განუგრავა), გოგობერიშვილი, ზ. ლობჯანიძე, ჭიკაიძე (56. სირაძე), ისიანი.
სათადარიგოები: ასლანაძე, ფელიპე ლიმა, გიორხელიძე
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: სვანიძე (35), გოგობერიშვილი (37), შონია (54), ისიანი (75), მაკარიანი (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი
სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)
26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)
უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი
ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"