მაგრამ ქუთაისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ გვითხრა, რომ "ვისოლი" კლუბიდან ოფიციალურად წავიდა:
"სულ იყო ლაპარაკი იმაზე, როდემდე იქნებოდა "ვისოლი" კლუბის დამფინანსებელი. რამდენიმე დღის წინ კლუბის მმართველობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა და "ვისოლი" "ტორპედოდან" წავიდა.
ამის მიუხედავად, კომპანიამ ჩვენს ანგარიშზე გარკვეული თანხა მაინც დატოვა, რომ დეკემბრამდე პრობლემები არ შეგვექმნას და ჩემპიონატი დავამთავროთ".
ფრუიძეს "ტორპედოს" ახალ მეპატრონეზეც ვკითხეთ:
"კლუბი
ამ იმედს იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილისა და ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ფეხბურთისადმი და საერთოდ, სპორტისადმი დამოკიდებულება მაძლევს. ისინი კალათბურთის გუნდს უვლიან, დარბაზში საფარი შეცვალეს და ყურადღებას არ აკლებენ.
ანალოგიური მდგომარეობაა ფეხბურთთან მიმართებაშიც. იციან, რას ნიშნავს "ტორპედო" ქუთაისისთვის. ამიტომაც მგონია, რომ სერიოზული პრობლემები არ შეგვექმნება".
"ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი დაფინანსების ოდენობას არ მალავს:
"მალე ყველა ქალაქსა და რაიონში 2015 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. ცხადია, განაცხადი "ტორპედოს" სახელითაც უნდა შევიდეს.
ჩვენ დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ აუცილებელი საჭიროებებისთვის - შეკრებებზე რომ გავემგზავროთ, იყოს ნორმალური სავარჯიშო პირობები, კვება, ეკიპირება, ბურთები და მინიმალური ხელფასები, დაგვჭირდება 1,5-2 მილიონი ლარი, სუფთა დარიცხვით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩემი ტორპედოს სიყვარულის მიუხედავად, თუ ფული არ გაქ, მენეჯმენტი არ გივარგა და დაღუპული ხარ, მაშინ უნდა იყო მესამე ლიგაში - არამგონია რეინჯერსზე დიდი კლუბი იყოს რამეში ან შოტლანდილებზე უფრო დიდი პატრიოტები ვიყოთ ქართველები!!!