უმაღლესი ლიგა. XV ტური: პირველი წრე დასრულდა, სამეული შედგა

AutoSharing Option
7 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.

"მცხეთა პარკზე" ვიტ-ჯორჯიამ გორის "დილა" მიიღო. 22-ე წუთზე ირაკლი მოედაძემ გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაათანაბრა. 56-ე წუთზე გურამ ადამაძის გოლით "დილა" ისევ დაწინაურდა, თუმცა 68-ე წუთზე ლევან საბაძემ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრეთი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

"ბაიას" ბაზაზე "ზუგდიდისა" და "ზესტაფონის" მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.

მარტვილის "მერანისა" და "სამტრედიას" შეხვედრა ასევე უგოლოდ დამთავრდა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და
რუსთავის "მეტალურგის"  შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. "მეტალურგიდან" გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გიორგი ქავთარაძემ გაიტანა.

ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის "ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ გაიტანა და "ჩიხურას" მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.

მე-15 ტურით საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. სატურნირო ცრხილის პირველ სამეულში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 1. დინამო (თბ) 2. დილა 3. სამტრედია.

ასევე იხილეთ:
ფოთის "კოლხეთმა" დათა სიჭინავას დუბლით ცხინვალის "სპარტაკს" მოუგო
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსთავს ვულოცავ გამარჯვებას..მე მეტალურგს ვერ დაგიძახებთ მეტალურგიისგან განწირულებს. თქვენ რუსთავი გქვიათ.რუსთავი უნდა დაგიდგეთ გვერდში მაგრამ სადაა პატრონი.ვინც გპატრონობთ ისინი გაგებაში არ არიან ფეხბურთის..ქალაქმაც დაგიკიდათ.მიყვარხართ...
giorustaveli
21:23 07-12-2014
0
ვულოცავ გორის დილას საქაეთველოს ემპიონატის პირველი წრის შედეგების მიხედვით მეორე ადგილს და ვუსურვებ წარმატებებს, მეორე წრის ყველა თამაშში.ადგილი,რომელიც გიკავიათ დამსახურებულია ბიჭებო,მთავარია მასე გააგრძელოდ და არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები.წარმატებებთან ძალიან ახლოს ხართ და აბა თქვენ იცით,გაგვახარეთ გორელები.გივი გაგნიძე
გივი გაგნიძე
17:51 07-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული