უმაღლესი ლიგა. XV ტური: პირველი წრე დასრულდა, სამეული შედგა

AutoSharing Option
7 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.

"მცხეთა პარკზე" ვიტ-ჯორჯიამ გორის "დილა" მიიღო. 22-ე წუთზე ირაკლი მოედაძემ გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაათანაბრა. 56-ე წუთზე გურამ ადამაძის გოლით "დილა" ისევ დაწინაურდა, თუმცა 68-ე წუთზე ლევან საბაძემ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრეთი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

"ბაიას" ბაზაზე "ზუგდიდისა" და "ზესტაფონის" მატჩი უგოლო ფრეთი დასრულდა.

მარტვილის "მერანისა" და "სამტრედიას" შეხვედრა ასევე უგოლოდ დამთავრდა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და
რუსთავის "მეტალურგის"  შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. "მეტალურგიდან" გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გიორგი ქავთარაძემ გაიტანა.

ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის "ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ გაიტანა და "ჩიხურას" მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.

მე-15 ტურით საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. სატურნირო ცრხილის პირველ სამეულში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 1. დინამო (თბ) 2. დილა 3. სამტრედია.

ასევე იხილეთ:
ფოთის "კოლხეთმა" დათა სიჭინავას დუბლით ცხინვალის "სპარტაკს" მოუგო
მკითხველის კომენტარები / 4 /
"დილამ" უაზროდ დაკარგა პურველი ადგილის შანსი.. ორჯერ ვიგებდით და გაგვითანაბრეს.. არაუშავს მეორე ადგილიც კარგია :-)
ემზარ
16:21 07-12-2014
0
ra chempionatic gvaq igivea nakrebic
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული