10:46 08-12-2014
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0 - გატეხილი ნავსი [VIDEO]
AutoSharing Option
როგორ უხერხულ მეტოქესთან ჰქონდათ საქმე, ამასაც კარგად აცნობიერებდნენ საჩხერელები - მათ ხომ საჩემპიონო მატჩში არც ერთხელ არ ჰქონდათ მოგებული თბილისელებისთვის...
ასე იყო თუ ისე, დაძაბულ და ნერვულ ორთაბრძოლაში ნავსი გატყდა - "ჩიხურამ" დამაჯერებლად, დამსახურებულად გაიმარჯვა, თანაც ისე, რომ პირველ ტაიმში პირწმინდად დაჩაგრა მოწინააღმდეგე, მეორეში კი არაფერი დაუთმო.
უამრავი მომენტიდან მხოლოდ განსაკუთრებულებზე შევაჩერებთ ყურადღებას: პირველივე წუთზე მიგინეიშვილმა წამით დაასწრო მასთან პირისპირ გასულ სიხარულიას; მალევე, ღონღაძემ დაიჭირა მომენტი, შორიდან სცადა წინგამოსული მეკარის დამწუხრება, თუმცა მიზანმა უმტყუნა; მე-12 წუთზე ოდიკაძის რბილი, საიუველირო პასი თავით გაგზავნა კარისკენ გოლკიპერთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ჭელიძემ, მაგრამ... მხოლოდ - კარისკენ.
37-ე წუთზე იშვიათი სიზუსტითა და სიძლიერით ურტყამდა კორიფაძე და მიგინეიშვილმა ბურთის კუთხურზე გადაგდება მოახერხა; 39-ე და 42-ე წუთებზე იყოჩაღა მატჩის გმირმა მუმლაძემ - თუ პირველ გოლზე თამაშგარე მდგომარეობის აღნიშვნის საბაბი მისცა არბიტრს, მეორეზე ეჭვის ნატამალიც აღარავის დაუტოვა, ისე მიუჩინა ადგილი კარში ღონღაძის მიერ მისთვის გაკეთებულ უზადო პასს.
საჩხერელებმა შეტევებით დაიწყეს მეორე ტაიმიც. მსაჯის სასტვენისთანავე, დასარტყმელ პოზიციაზე გადის ოდიკაძე, ურტყამს კიდეც ძლიერად და ზუსტად - მეკარეს ნამდვილი თავგანწირვა სჭირდება ბურთის მოსაგერიებლად; 51-ე წუთზე დუბლსაც გაიფორმებდა მუმლაძე, დარტყმისთვის ცოტა სიძლიერეც რომ მიეყოლებინა; სამჯერ სცადეს მასპინძლებმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება და სამივეჯერ იღბალმა სტუმართა მხარე "დაიჭირა".
დინამოელები ზეწოლას ბურთის საჯარიმო მოედანში ჩაკიდებებით აძლიერებენ. საჩხერელები უშეცდომოდ იცავენ თავს, მთლიანად ანეიტრალებენ საბანაძეს და, რაც მთავარია, მათთვის ტრადიციულად სახიფათო ჩისკოს (თუმცა ჩისკომ მაინც გაიტანა, ოღონდ თამაშგარე მდგომარეობიდან).
პარალელურად, "ჩიხურა" არც შეტევებს ერიდება. 78-ე წუთზე მოედანზე ახალშესულ ივანიშვილს მეკარესთან პირისპირ გაჰყავს კორიფაძე. ამ უკანასკნელს დარტყმის მომენტი გამოეპარა, ზედმეტი მოძრაობა გააკეთა, თორემ ყველაფერი იქვე დამთავრდებოდა.
ერთხელაც, თოთაძემ ანერვიულა გულშემატკივრები შორიდან ყუმბარისებური დარტყმით.
გამარჯვების გარდა, "ჩიხურამ" შინ დაუმარცხებლის სტატუსითაც გაიჯახუნა ჩემპიონატის პირველი წრის კარი. ახლა მას და "დინამოს", რამდენიმე დღეში, სუპერთასზე ელით ჯახი.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
07.12. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 მუმლაძე (42. ღონღაძის პასით)
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (72. ივანიშვილი), კაშია, ოდიკაძე, კორიფაძე (82. ბაჯელიძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, მუმლაძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, იაკობაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე, პაპავა (67. ჯანელიძე), პარუნაშვილი (79. გველესიანი), ჩირგაძე, ჩისკო, საბანაძე (62. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯიქია, შერგელაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: ჭანტურია (41), პაპავა (64), ქიმაძე (87)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6
საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მორიგი ფულის შოვნის "სპექტაკლი" დადგეს!
0
0
ყოჩაღ, ღონღაძე..... წარმატებები
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული