გიორგი დარასელია ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
დღეს საბოლოოდ გადაწყდა, რომ "ტორპედოს" ახალი თავკაცი - 46 წლის გიორგი დარასელია იქნება.

მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი რევაზ ძოძუაშვილმა უკვე დატოვა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

დარასელიას, როგორც ფეხბურთელის, კარიერა სწორედ მშობლიური ქალაქის კლუბში დაიწყო, სადაც ამპლუით თავდამსხმელმა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ქუთაისელთა ღირსება 155 მატჩში დაიცვა და 41 გოლიც გაიტანა.

9 თამაში ჩაატარა ქვეყნის პირველ გუნდშიც და 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2004 წლიდან დღემდე დარასელიას სულ
7 კლუბში აქვს ნამუშევარი.

თავიდან 3 წელი თანაშემწედ იყო ისრაელის კფარ-საბას "ჰაპოელში", შემდეგ ამავე ქვეყნის წარმომადგენელ სახნინის "ბნეიში" მოღვაწეობდა, საიდანაც გადავიდა ხაიფას "მაკაბში" და ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი.

2012 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა, გორის "დილას" ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. აქედან წავიდა რუსულ "სკა-ენერგიაში", ბოლოს კი "ზუგდიდს" წვრთნიდა.

ცნობილია დარასელიას თანაშემწის ვინაობაც, ეს პოსტი "ტორპედოს" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, 36 წლის გიორგი მეგრელაძემ დაიკავა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა მიმდინარე წელს "ტორპედოს" დუბლშემადგენლობაში დაიწყო.

იმის გამო, რომ ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

წყარო: fctorpedo.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარასელიამ თუ არ გვიშველა, კაი 5 წელი ა რ ა ფ ე რ ი არ გვეშველება!
giotorpedo
15:03 15-12-2014
0
zugdids xom deda utira am msoflio aferistma, tamashebis chamckobma, axla qutaiss gaanadgurebs. torpedo gaigvice, satofeze ar gaikarot es kvelaferze camsvleli kaci.
zugdidi
17:27 15-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული