სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა - რას ჰყვება "ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი

AutoSharing Option
მალხაზ ჭეჟია ზუგდიდის საკრებულოში სოფელ ინგირის მაჟორიტარული არჩევნებით მოხვდა. ის შარშან "ზუგდიდის" დირექტორი გახლდათ, ადრე ფეხბურთს თამაშობდა.

დღეს ჭეჟია რაიონის საფეხბურთო და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას "სავალალოს" უწოდებს, თავად "ზუგდიდი" კი ამოსუნთქვას ცდილობს:

"კლუბში ახალი დირექტორი, გელა ინალიშვილი დანიშნეს, რომელსაც განადგურებული გუნდი დაახვედრეს.

ძველი ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურის მიგდებას მაბრალებდა, მაშინ, როცა ჩემს დროს განმუხურისა და კიდევ ორი სოფლის მოედნებს საკუთარი სახსრებით ვუვლიდი. თავად კი განმუხურის სტადიონის საფარს არ უვლიდნენ და ბოლოს ისე გაავერანეს, გუნდი იქ ვეღარ თამაშობს: ბალახს სარეველა მოერია და, ფაქტობრივად, საფარი
განადგურდა.

ამიტომ, ზუგდიდის ორივე გუნდი - "ზუგდიდი" და "ლაზიკა", "ბაიას" ბაზაზე თამაშობს და მის მფლობელს იჯარისთვის საკმაოდ დიდი თანხასაც უხდის".

შესაძლოა, 2015 წელს ზუგდიდში ახალი სტადიონი ააშენონ. ამ თემაზე კომენტარისას, ჭეჟიამ უცნაური ამბავი გაგვიმხილა:

"სამწუხაროდ, ზუგდიდში სტადიონი დაგვინგრიეს. განმუხურის სტადიონი კი ისე ააშენეს, მიწა სხვას ეკუთვნოდა და მისი ორი მეპატრონისთვის ფული დღემდე გადასახდელია, ხოლო თავად არენა დღემდე ოფიციალურად არავის ბალანსზე არ არის.

Sportall.Ge

მერიას სურს, "ენგურქაღალკომბინატის" ტერიტორიაზე წლების წინათ დაწყებული სტადიონის მშენებლობა დაასრულოს. ამის გამო, დეპუტატები მეც შევაწუხე და დარწმუნებული ვარ, მხარს დამიჭერენ.

სტადიონის მშენებლობისთვის 4,8 მილიონი ლარია საჭირო და მისი დაფინანსების წყაროებია მოსაძიებელი. იმედია, თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფენ".

ჭეჟია სხვა სიახლეებსაც გვიმხელს:

"რაც შეეხება კლუბს, ახლა მისი ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. ლაპარაკია მილიონ ლარზე. მაგრამ ეს ამბავი ჯერ დასაზუსტებელია.

გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, საკრებულომ საფეხბურთო სკოლაც დააფინანსოს, რომელიც რაიონის პოტენციალს სრულად აითვისებს".

"ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი დარწმუნებულია, რომ ქართულ ფეხბურთს განახლება სჭირდება:

"როცა "ზუგდიდის" დირექტორად დამნიშნეს, თბილისში კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრას დავესწარი. ჩემდა მოულოდნელად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა.

ეს იქ დამსწრე კლუბების წარმომადგენლებს ემახსოვრებათ. "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია გამომექომაგა კიდეც. მერე მივხვდით, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა.

ფეხბურთიდან წავედი, მაგრამ მისი დღევანდელი მდგომარეობა მაინც მტკივა. დარწმუნებული ვარ, სანამ ეს ფედერაცია არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება. მისმა ხელმძღვანელებმა თავი ამოწურეს, მეტი არ შეუძლიათ და გზა ახლებს უნდა დაუთმონ. არადა, სკამების შენარჩუნებას ცდილობენ.

ფარერებმა გადაგვისწრო და წასასვლელად მეტი რა მიზეზი გინდათ"?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოაცილეთ სიჭინავა და არველაზე ქართულ ფეხბურტს
rezi
13:17 22-12-2014
0
ფედერაცია კარგად მუშაობს კიარა მაგრად მუშაობს დდ ნაკრებს რო თავი დავანებოდ პირველობა ხო გვაქ ტოპ კლასის აკადემიები ხომ გვაქ ყველა ქალაქში ყვავის ფეხბურთი აუუ რა მოწყვეტილია რეალობას ხალხი.ერთი სიტყვით ეს ფეხბურთის ფედერაცია კიარა დასაქმების სამინისტროუფროა.თურმე ხალხი ყოფილა იმაში დამნაშავე ფეხბურთი რო აღარ გვაქ.
qutaiseli
10:28 22-12-2014
0

სიახლეები პოპულარული