თუმცა, ჯერაც უცნობია, რა მასშტაბის ცვლილებები იგეგმება იმერულ გუნდში. "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ამბობს, რომ მალე ბევრი რამ გაირკვევა.
"ჯერ დიდი საკადრო ცვლილებები არ მომხდარა და არც იგეგმება, თუმცა, ცხადია, ცვლილებები იქნება.
ახლა კი სიახლე ისაა, რომ კონტრაქტი 4 ფეხბურთელს დაუმთავრდა - ქებაძეს, გედენიძეს, ჯანელიძესა და პავლიაშვილს. მათ მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ. სხვა არავინ გაგვიშვია და არც არავინ დაგვიმატებია.
მიუხედავად იმისა, რომ
ამ დროისთვის კი "სამტრედია" შეკრებასა და საგაზაფხულო ეტაპისთვის მომზადების დაწყებას გეგმავს:
"გუნდი 25-29 დეკემბერს თბილისში შეიკრიბება, მაგრამ ამას მომზადების სახე არ ექნება. ფეხბურთელებს იმიტომ დავიტოვებთ, ტონუსი რომ შეინარჩუნონ და ახალი წლის შემდეგ მოსამზადებელ ეტაპს კარგ მდგომარეობაში შეხვდნენ.
8 იანვარს კი შეკრების პირველ ეტაპს თბილისში დავიწყებთ. 27 იანვრიდან 10 ან 11 თებერვლამდე კი, სავარაუდოდ, შეკრების მეორე ეტაპს თურქეთში გავივლით".
"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ გუნდმა "ზესტაფონის" ვიცე-კაპიტანი ლევან შარიქაძე დაიმატა:
"შარიქაძე კარგი ფეხბურთელია და მასზე უარს არც ერთი ქართული გუნდი არ იტყვის, მაგრამ ხმები "სამტრედიაში" მისი გადმოსვლის თაობაზე, ტყუილია. შარიქაძესთან არც მე მილაპარაკია და არც კლუბის სპორტულ დირექტორ დავით მუჯირს.
სხვა "სამტრედია" კი არ არსებობს და ვერ გამიგია, ჩვენთან როგორ გადმოდის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"