გორელი გულშემატკივარი კი კლუბის ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს. მათ დიდი სურვილი აქვთ, "დილას" მაისურა კვლავ მოირგოს გიორგი ილურიძემ, ვინც კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ "დილაში" გაატარა და ხმაურიან ევროკამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ამის თაობაზე "ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს გაესაუბრა. მას მხოლოდ "დილას" მომავალზე ველაპარაკეთ, რადგან სეზონის პირველი ნაწილის სოსიაშვილისეულ შეფასებას მკითხველი "ლელოს" ერთ-ერთ
- ჯერჯერობით, გუნდიდან, ოფიციალურად, არავინ წასულა და არც არავინ მოსულა. თუ ვინმეს რამე აქვს გადაწყვეტილი, ეს მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არ დამლაპარაკებია - არც მე და არც კლუბის ხელმძღვანელობას.
- ამბობენ, "დილას" რამდენიმე ფეხბურთელის დამატება ქუთაისის "ტორპედოს" სურსო. სახელდება კონკრეტული გვარებიც...
- ეს ამბავი ჭორის დონეზე მეც გავიგე, მეტი არაფერი ვიცი. ოფიციალურ დონეზე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.
- გორის "დილას" გულშემატკივრები ითხოვენ გუნდში გიორგი ილურიძის დაბრუნებას. წესით, ტექნიკური სტილის გამოკვეთილი ინდივიდუალისტი თქვენს სამწვრთნელო გემოვნებაში უნდა ჯდებოდეს. რას იტყვით ამის თაობაზე?
- მხოლოდ ერთს: გიორგი ილურიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ჩვენ მას სიამოვნებით დავიმატებთ, თუ ერთ სეზონში მესამე გუნდში თამაშის უფლებას მისცემენ. თქვენც იცით, მან უკვე გამოიცვალა ორი კლუბი...
- საინტერესოა, სად გაივლის "დილა" შეკრებას სეზონის განახლებამდე?
- გეგმაში გვაქვს თურქული შეკრების მოწყობა, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ძალიან გვინდა, რომ უცხოური შეკრება მოხერხდეს. ეს აუცილებელია გუნდის სათანადოდ მომზადებისთვის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: ვერც წარმოვიდგენდი, თუ ახალ კლუბში გადასვლა მომიწევდა