რევაზ არველაძე: გვიგულეთ "ზესტაფონისა" და ზესტაფონელების გვერდით!

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ბედი სულერთი ვერაფრით იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის.

სადღეისოდ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე აზრი ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ვკითხეთ:

"რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის, რაც ბოლო დღეებში ხდება "ზესტაფონში". ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული გუნდების დახარისხება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, წყალში გადაიყაროს ამხელა კერძო ინვესტიცია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იხმარს ყველა ღონეს იმისთვის, რათა ყველა შესაძლო დონეზე დაეხმ
აროს "ზესტაფონს". გვიგულეთ "ზესტაფონისა" და ზესტაფონელების გვერდით!..

...რაც შეეხება ილია კოკაიას გადაწყვეტილებას, ახლა კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჯერ მას არ შევხვედრივარ, თუმცა ეს არ უნდა იყოს პრობლემა - ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. როგორც ვიცი, კოკაია უახლოეს ორ დღეში ჩამოვა საქართველოში და მას აუცილებლად შევხვდებით.

...ეს ქალაქი, ეს რეგიონი იმსახურებს იმას, რომ "ზესტაფონი" არ მოკვდეს. ეს კლუბი თავისთავად უკვე ისტორიაა, ტრადიციაა. ყველა გუნდს აქვს აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდი.

ამ ეტაპზე, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ყველამ ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ფეხბურთი", - გვითხრა არველაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ რომ ,,გიგულეთ'' ქართული ფეხბურთის სათავეში იმიტომ ვართ ასეთ დღეში..
ბერჯავახი
09:54 25-12-2014
0
აფერისტი. ამათმა მიდგომებმა და 16 გუნდიანმა ძალით ჩემპიონატმა შეუწყო ზესტაფონის დაშლას ხელი.
Raul
12:09 25-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული