ქუთაისის საკრებულოში "ტორპედოს" დაფინანსებაზე მსჯელობისას დეპუტატებმა იჩხუბეს

AutoSharing Option
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაფინანსების თემამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ვიქტორ დოლიძის გაღიზიანება ამირან ძოწენიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ "ვისოლმა" კლუბის სპონსორობაზე უარი თქვა, ხოლო ქალაქის ბიუჯეტი კლუბის დაფინანსებას ვერ შეძლებდა.

"ყველამ უნდა მოჰკითხოს ქალაქის მერს, რომელიც ამბობდა, რომ "ტორპედოს" სპონსორი უნდა მოუძებნონ. ის ამბობდა, რომ "ვისოლი" უნდა წავიდეს და "ტორპედოს" მოუძებნიან უკეთეს სპონსორს", - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა - ამირან ძოწენიძემ და გია უკლებამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მეცხრე სხდომაზე ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. ერთ-ერთი ცვლილება კლუბ "ტორპედოს" დაფინანსებას შეეხებოდა.

"ვისოლი ჯგუფმა" საფეხბურთო კლუბის სპონსორობაზე უარი 2 კვირის წინ განაცხადა, რის გამოც მას ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. "ვისოლმა" ამ ეტაპზე უკვე 100 ათასი ლარი გადარიცხა კლუბის ანგარიშზე.

წყარო: newpress.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაცებმა შეტენეს ვისოლს ტორპედო, და რა გამოვიდა ნახეთ. შეტენვით არ კეთდება საქმე. ხელსაყრელი საინვესტციო გარემო უნდა შეიქმნას, თორე ნაცების მასხარაობა ვერ გვიშველის.
ერისკაცი
18:58 24-12-2014
0
ელემენტარულად წყლის და კანალიზაციის პრობლემა არაა მოგვარებული ქუთაისში და ამის ფონზე კიდე ეს უმაქნისი ფეხბურთელები უნდა აფინანსონ ქალაქის ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან.
dato
19:09 24-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული