"ვეტერინარები" ახალი სეზონისთვის სამზადისს 26 დეკემბრიდან იწყებენ.
ზურაბ ბერიძის გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: ჯონი შეროზია, დანტე ჩალიგავა, ლევან ისერგიშვილი;
მცველები: ბექა ასკილაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ვაჟა მერაბიშვილი, გიორგი კალანდია, ლევან საბაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ბესო მურუსიძე, გოგა დანელია, გიორგი გიორგაძე, ლუკა თათხაშვილი;
ნახევარმცველები: ბადრი დემეტრაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი ღიბრაძე, ვალიკო გახარია, შოთა დავლაშელიძე, ერეკლე ლებანიძე;
თავდამსხმელები: ერეკლე
თადარიგიანმა ვიტელებმა ზამთრის შესვენებისას გასამართი სპარინგ-მატჩების განრიგიც ჩამოწერეს.
17 იანვარი. ვიტ ჯორჯია-მარკ სტარი
20 იანვარი. ვიტ ჯორჯია-დილა
25 იანვარი. ვიტ ჯორჯია-დინამო თბ
28 იანვარი. ვიტ ჯორჯია-სიონი
31 იანვარი. ვიტ ჯორჯია-სიონი
12 თებერვალი. ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
გრაფიკში ჯერჯერობით თავისუფალი დღეა 6 თებერვალი, რომელსაც "ვიტ ჯორჯია", სავარაუდოდ, კიდევ ერთი საწვრთნელი მატჩისთვის გამოიყენებს, ოღონდ საამისოდ სპარინგ-პარტნიორი ჯერ არ შეურჩევია.
4 ამხანაგური მატჩი იგეგმება მეორე შემადგენლობისა და გუნდში გასასინჯად მყოფი ფეხბურთელებისათვის.
იანვარში გუნდს შეუერთდებიან სინჯებზე მყოფი ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთა კლუბში ჩარიცხვის საკითხი ამხანაგური მატჩების შემდეგ გადაწყდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"