თბილისის "დინამოს" თედორე გრიგალაშვილი აინტერესებს

AutoSharing Option
დანამდვილებით ვიცით, რომ "ზესტაფონიდან" წასული თედორე გრიგალაშვილის სამსახურით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის "დინამოა" დაინტერესებული.

21 წლის ცენტრალური მცველისთვის "ზესტაფონი" პირველი უმაღლესლიგური გუნდი იყო. ის ძირითად შემადგენლობაში ჯერ კიდევ გიორგი ჭიაბრიშვილის მწვრთნელობისას დაწინაურდა, როცა სრულიად ახალგაზრდამ, ბაქოს "ნეფთჩის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

მინდორზე საიმედო, მშრომელი, წყნარი და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული - ორი სიტყვით ასე შეიძლება გრიგალაშვილის დახასიათება.

ცხადია, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, "დინამო" სერიოზულ ძალას შეიმატებს და პერსპექტივასაც გაიზრდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ო კი ძაან საიმედოა . არცერთი მცველი არ უვარგა ზესტაფონს , ყველაზე ცუდი მცველები ყავს ჩვენს ჩემპიონატში, ნახევარდაცვას არაუსჰავს და თავდასხმაც კარგია.
გიოსვანი
20:31 26-12-2014
0
ეე გია! შე მარტლა სვანო, შენ ისე იცი ფეხბურთის, როგორც მე წყალქვეშა მეხანძრეობის !!!!!!!!!
trifona
20:55 26-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული