"ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც "ზესტაფონში" მოხდა. მივიღე გათავისუფლების ფურცელი და გუნდთან აღარაფერი მაკავშირებს.
ჯერჯერობით, არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესოს ავარჩევ. დამიკავშირდნენ საქართველოს წამყვანი გუნდები, თუმცა ამ ეტაპზე არ მსურს მათი დაკონკრეტება.
ერთიცაა - თუ "ზესტაფონში" ყველაფერი კარგად იქნება და გუნდს ამბიცია ექნება, არც დაბრუნებას გამოვრიცხავ. ზესტაფონი ჩემთვის მშობლიური ქალაქია", - გვითხრა ჭანკოტაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი