გორის "დილას" პირველი ტრანსფერი - გიორგი თექთურმანიძე!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა გორის "დილამ" ზამთრის პირველი ტრანსფერი გაჩარხა.

გადაწყვეტილი ამბავია - უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილ გუნდში ამიერიდან გიორგი თექთურმანიძეც ითამაშებს, ვინც მანამდე ცხინვალის "სპარტაკში" ირჯებოდა. 24 წლის ტექნიკურ შემტევ ნახევარმცველს აქამდე თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგშიც" უთამაშია.

გორელები კი ახლო მომავალში, ალბათ, კიდევ დაიმატებენ რამდენიმე ფეხბურთელს, რადგან ამ დროისათვის გუნდის ფინანსური მდგომარეობა მყარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ამბავია... ტექნიკური და შემოქმედებითი მოთამაშეა, ძალიან გამოადგება "დილას"...
Parma
15:10 29-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული