"ამ კუთხით, "ჩიხურა" არა მხოლოდ "დინამოს", არამედ "შუქურასაც" ჩამორჩება"

AutoSharing Option
მიმდინარე ევროსეზონში ქართული კლუბებიდან ყველაზე ღირსეულად საჩხერის "ჩიხურამ" ითამაშა.

ამ გუნდისგან გულშემატკივარი ეროვნულ ჩემპიონატშიც ბევრს ელოდა, მაგრამ სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა პირველი წრე ცუდად დაიწყეს და ახლა მე-7 ადგილზე იმყოფებიან, რადგან ევროთასების შემდეგ კლუბმა ბევრი წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

თუმცა "ჩიხურა" ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. გუნდს ამის თეორიული შესაძლებლობა საქართველოს თასის გათამაშებიდანაც აქვს, სადაც "ზესტაფონი" დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

თუმცა სოსო ფრუიძე სწუხს, რომ საგაზაფხულო ეტაპისთვის გუნდი სერიოზულ გაძლიერებას ვერ ახერხებს.

"ჩვენ ჯერ არც წასული ფეხბურთელები გვყავს და გადაწყვეტილად
ვერც იმას ვიტყვი, ვინ შეიძლება დავიმატოთ. რამდენიმე მოთამაშეს ველაპარაკებით, მაგრამ ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერია.

ახლა ხომ იცით, რაც ხდება - ფეხბურთელებიც არკვევენ საკუთარ ამბებს, აქეთ-იქით მოძრაობენ და პასუხის გაცემას არ ჩქარობენ. თუმცა, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე დავიმატოთ და ვინმემ დაგვტოვოს", - გვითხრა ფრუიძემ.

ცნობილია, რომ საჩხერელები "ზესტაფონის" ნახევარმცველ ვახტანგ ჭანტურიშვილთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს მოლაპარაკება სასურველი შედეგით ვერ დასრულდა:

"ჭანტურიშვილს ველაპარაკე და ყურადღებისთვის მადლობა გადამიხადა. მან არჩევანი "დინამოზე" შეაჩერა და არც გამკვირვებია: ახალგაზრდა კაცისთვის "დინამოში" მიწვევა ბევრს ნიშნავს.

მეორეცაა - ასეთ დროს ფინანსური საკითხებია მოსაგვარებელი, ჩვენ კი იმის საშუალება არ გვაქვს, რომ მოთამაშეებს საკონტრაქტო თანხა და ხელფასები გადავუხადოთ.

ამ კუთხით, ჩვენ არა მხოლოდ "დინამოს", არამედ "სამტრედიას", "ტორპედოს", "დილასა" და "შუქურასაც" კი ჩამოვრჩებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს სულ ფულზე ტირის. დააყარეთ ტომრებით იქნებ გაძღეს და გაჩერდეს. ვითომ მწვრთნელი,
ZVCELI
17:06 30-12-2014
0
ფულის მეტი რაგაქვთ ნუწუწუნებ ;) 3 მილიონამდე გაქვთ ის აღიარე რო სელექციონერი არგყავს და შენთვითონ აკეთებ ამ სელექციას თან ძალიან ცუდად კლუბში ვერავის ვერიმატებ საერთოდ დაიმატე და გუნდი გააძლიერე სირცხვილია !!!!!!
:)))
20:47 30-12-2014
0

სიახლეები პოპულარული