"ზუგდიდი": უკვე სპარინგიც და ჰეთ-თრიკიც

AutoSharing Option
"ზუგდიდი" სრულად დღეიდან, 5 იანვრიდან შეიკრიბება და სეზონის განახლებისთვის მზადებას დაიწყებს.

12 იანვრამდე ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მერე კი ბესიკ შეროზია გუნდს ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანს.

მანამდე, "ზუგდიდის" ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთკვირიანი ვარჯიშები საკონტროლო მატჩით დაასრულა. შეროზიამ ჭაბუკთა ლიგის ბევრ ფეხბურთელსაც უხმო.

"ყვითლებისა" და "მწვანეების" სპარინგი 3:3 დასრულდა. შოთა ლომიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეორე გუნდიდან კი თავი გამოიჩინეს ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელებმა - დიმიტრი თუთბერიძემ, ცოტნე სამუშიამ და დათა რიგვავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული