1-ლი თებერვლიდან კი "საბურთალო" გეზს თურქეთისკენ აიღებს, სადაც 15 დღის განმავლობაში მოემზადება და 5 საკონტროლო შეხვედრას (3, 6, 9, 12 და 15 თებერვალი) ჩაატარებს. ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი "ბეროე" იქნება.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ "საბურთალოში" გადავიდა თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი დავით ჯიქია. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც.
ეს ის ჯიქიაა,
ზაფხულში ჯიქია თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა, მაგრამ სულ 2-ჯერ ითამაშა (ორივეჯერ შეცვლაზე) და ეტყობა, ამიტომაც გადაწყვიტა "საბურთალოში" გადასვლა.
"ვიცი, რომ თავიდან "დინამო" ჯიქიას არ უშვებდა, მაგრამ დარჩენა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა და როცა გათავისუფლების ფურცელი მისცეს, მერე თავად გადაწყვიტა ჩვენთან თამაში.
ჩვენთვის ეს მოულოდნელი საჩუქარი იყო, რადგან დათოსნაირი ნიჭიერი თავდამსხმელის დამატება ნებისმიერ მწვრთნელს გაახარებდა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
"საბურთალოსთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც წელიწად-ნახევარზეა გათვლილი, - ამბობს ჯიქია. - თავიდან იჯარაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ "დინამოში" ჩემ დარჩენას აზრი არ ჰქონდა.
ფეხბურთელი სკამზე ჯდომით ვერ გაიზრდება. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას ვთხოვე, სათამაშო პრაქტიკა არ მაქვს და იქნებ კონტრაქტი გავწყვიტოთ-მეთქი. საბოლოოდ, ასეც მოხდა და ერთმანეთს ორმხრივი შეთანხმებით დავშორდით.
ბოლნისის "სიონი" კი მიწვევდა, მაგრამ მაინც "საბურთალოში" თამაში ვამჯობინე.
მერე რა, რომ პირველი ლიგის გუნდია?! "საბურთალოს" თამაშებს ხშირად ვესწრებოდი, ეს გუნდი ძალიან მომწონს, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის.
რაც მთავარია, დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია და ეს არჩევანიც ამიტომ გავაკეთე".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"