საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.
ქომაგებთან შესახვედრად სტადიონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე საკრებულოს წევრთა ერთ ჯგუფთან ერთად მივიდა.
შედეგად, დაიგეგმა მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც მიმდინარე წლის 10 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც კრიზისული მდგომარეობიდან კლუბის გამოყვანის გზები უნდა იქნას განხილული...
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სტადიონზე გამართული შეხვედრის
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონში დღეს, 8 იანვარს განვითარებული მოვლენების მიმდინარეობას ასახავს...
"ზესტაფონის" პრესსამსახური