"ზესტაფონის" გადასარჩენად! ილია კოკაიას და ხელისუფლების შეხვედრა დაიგეგმა

AutoSharing Option
დღეს, 8 იანვარს, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

ქომაგებთან შესახვედრად სტადიონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე საკრებულოს წევრთა ერთ ჯგუფთან ერთად მივიდა.

შედეგად, დაიგეგმა მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც მიმდინარე წლის 10 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც კრიზისული მდგომარეობიდან კლუბის გამოყვანის გზები უნდა იქნას განხილული...

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სტადიონზე გამართული შეხვედრის
შემდეგ კი ზესტაფონელმა ქომაგებმა, გუნდის გადარჩენისა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონში დღეს, 8 იანვარს განვითარებული მოვლენების მიმდინარეობას ასახავს...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
"ზესტაფონის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაუჯერეთ გივი თარგამაძის ინიციატივით თავის საძმაკაცოს შესანახად შექმნილი ვითომ "მარგვეთის" პოლიტხელმძღვანელსა და წინა კომენტარის ავტორ ბატონ დიმა მაღრაძეს და ყველაფერი კარგად იქნება!
bagrat margveli
19:57 08-01-2015
0
დაუჯერეთ გივი თარგამაძის ინიციატივით თავის საძმაკაცოს შესანახად შექმნილი ვითომ "მარგვეთის" პოლიტხელმძღვანელსა და წინა კომენტარის ავტორ ბატონ დიმა მაღრაძეს და ყველაფერი კარგად იქნება!
bagrat margveli
19:31 08-01-2015
0

სიახლეები პოპულარული