"სამტრედია": შარიქაძე და კაპანაძე გარკვეულია, გრიგალაშვილები ირკვევა...

AutoSharing Option
8 იანვარს "სამტრედია" საგაზაფხულო ეტაპისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ზაზა ზამთარაძემ გუნდი ჯერ ტრენაჟორებზე ავარჯიშა, ხოლო შემდეგ ფეხბურთელები იპოდრომზე ფიზიკურად დატვირთა.

ცნობილი იყო, რომ სამტრედიელებმა კონტრაქტები გააფორმეს დავით ბოლქვაძესა და რევაზ თევდორაძესთან.

გუნდის პირველივე ვარჯიშზე სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებიც შევიტყვეთ: "ზესტაფონის" დაშლის შემდეგ ამ გუნდის წამყვანი მოთამაშეები საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ გუნდებში გადანაწილდნენ.

Sportall.Geერთ-ერთი მათგანი, თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე, შესაძლოა, სწორედ "სამტრედიაში" ვიხილოთ.

22 წლის ფორვარდმა მის მიმართ ამ გუნდის ინტერესი დაადასტურა:

"მიწვევები სხვა კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ "სამტრედიას" შემოთავაზება ყველაზე კარგი ვარიანტია.

ოღონდ საკითხი
ჯერ საბოლოოდ არ არის მოგვარებული. "ზესტაფონთან" მოლაპარაკება გრძელდება. ასე რომ, ამ მომენტისთვის კონტრაქტი არ გამიფორმებია".

მცირე ხნის წინ "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გვითხრა, რომ საგაზაფხულო ეტაპზე მისი გუნდის ფორმას ლევან შარიქაძე მოირგებდა.

მაგრამ ფაქტია, რომ "ზესტაფონის" ექსნახევარმცველმა გუშინ "სამტრედიასთან" ერთად ივარჯიშა, ისევე, როგორც კიდევ ორმა ყოფილმა ზესტაფონელმა - ცენტრალურმა მცველმა თედორე გრიგალაშვილმა და მისმა მოგვარემ, ფლანგის მცველმა - თორნიკე გრიგალაშვილმა.

ეს ინფორმაცია კლუბის სპორტულ დირექტორ დავით მუჯირთან გადავამოწმეთ:

"შარიქაძეზე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ითამაშებს. იმავეს ვიტყვი კაპანაძეზეც. ინტერესი ორივე გრიგალაშვილის მიმართაც გაგვაჩნია, მაგრამ მათ საკითხს ჯერ კიდევ ვარკვევთ.

ეს სამუშაო პროცესია, ყველა გუნდს განახლება და გაძლიერება სჭირდება და ჩვენც ვცდილობთ, მეორე წრეს უკეთესი გუნდით შევხვდეთ. სასელექციო პროცესი ჯერ არ დაგვისრულებია".

მუჯირის თქმით, გუნდი დატოვა არა მხოლოდ კონტრაქტდასრულებულმა ოთხეულმა (ლაშა ქებაძე, ბიჭიკო გედენიძე, აკაკი ჯანელიძე, ილია პავლიაშვილი), არამედ აკაკი დვალიშვილმა და გიორგი მელქაძემაც - მათთან ხელშეკრულებები ორმხრივი შეთანხებით შეწყდა. მეკარე გიორგი ბეგაშვილის საკითხი კი მალე გაირკვევა:

"გიორგის დატოვება გვსურს, მაგრამ ის მარტვილის "მერანიდან" იჯარით გვყავდა აყვანილი და არ ვიცით, ბეგაშვილის დატოვება მოხერხდება თუ არა", - ესეც მუჯირის სიტყვებია.

მისივე აზრით, ამ ეტაპზე გუნდს ლეგიონერების მიწვევა არ სჭირდება:

"ერთი უცხოელი - ლეონარდო რამოსი გვყავდა, რომელსაც საქართველოში ნათამაშები ჰქონდა, აქაურ სპეციფიკას იცნობდა; ახლა კი ლეგიონერების ჩამოყვანაზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ ადგილობრივ ფეხბურთელებს დავეყრდნობით".

დაბოლოს - "სამტრედია" პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს ურეკში, სადაც პირველ შეკრებას გაივლის. იმერული კლუბი 25 იანვარს ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაბრუნდება ზესტაფონი და კვლავ იტყვის თავის სიტყვას ეს გუნდი ბოლო წლების საქართველოს საუკეტესო გუნდია რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ბრიუგესთან 3 3 დინამოსთან 5 1 აგარ გავაგრძელებ იმიტომ რო ბევრი იყო ასეთი თამაშები აი ამიტომ უნდა იარსებოს ზესტამ ეს გუნდი ქართულ ფეგბურთს ჩირდება
G.Pique
10:52 10-01-2015
0
როგორც ზესტამ დაშალა ტორპედო
ხუჭუ
21:37 09-01-2015
0

სიახლეები პოპულარული