ბოლნისის "სიონი" მზადებას 15 იანვრიდან განაახლებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადებას 15 იანვრიდან განაახლებს.

13-14 იანვარს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 15 იანვრიდან კი თბილისში საწვრთნელი პროცესი განახლდება. თურქულ შეკრებაზე წასვლამდე ბოლნისელებს 5 ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი.

21 იანვარი - ცხინვალის "სპარტაკი", 27 იანვარი - გორის "დილა", 28 იანვარი - "ვიტ ჯორჯია", 30 იანვარი - "საბურთალო". ამხანაგური ტესტ-მატჩის ჩატარებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს აზერბაიჯანულ "აზალთან", რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამხანაგური შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.

"სიონი" შეკრებაზე ანტალიაში, კერძოდ კი, ბელეკში 1-ელ თებერვალს გაემგზავრება, სადაც 14 თებერვლამდე დარჩება. თურქული
შეკრების პერიოდში დაგეგმილია 5 ტესტ-მატჩი.

"სიონის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული