გიორგი დარასელია: შესაძლოა, ფეხბურთელები "ტორპედოს" დუბლებიდანაც დავაწინაუროთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" შეკრება საკუთარ ბაზაზე 3 იანვარს დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ამ დროისთვის არსებული პირობებით კმაყოფილია.

"ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე სავარჯიშოდ და საცხოვრებლად თითქმის ყველანაირი პირობაა. ამ ეტაპზე ბაზას კოსმეტიკური რემონტი სჭირდება და ამასაც მოევლება.

სანამ უცხოურ შეკრებაზე წავალთ, კვირაში 3-4-ჯერ მაინც გვექნება ორჯერადი ვარჯიშები. ჩვენ ახალ გუნდს ვაყალიბებთ და ფეხბურთელებთან ხშირი კონტაქტია საჭირო. ერთმანეთს უნდა შევეჩვიოთ, ამიტომ საამისოდ ყველა ღონეს ვხმარობთ.

რაც უფრო მეტს ვივარჯიშებთ, მით უფრო კარგ შედეგებს მივაღწევთ.

ჯერჯერობით, ამხანაგურ თამაშებს საქართველოში არ ვგეგმავთ. შესაძლოა, რამდენიმე
ფეხბურთელი "ტორპედოს" დუბლებიდანაც დავაწინაუროთ და სხვა ახალწვეულებთან ერთად, ორმხრივ თამაშებში გამოვცადოთ.

საერთოდ, "ტორპედოს" დუბლშემადგენლობასა და ჭაბუკთა გუნდების ფეხბურთელებს სტიმული უნდა მივცეთ. მათ უნდა დაინახონ, რომ "ტორპედოს" დღევანდელი ხელმძღვანელობა ყურადღებას ყველას აქცევს", - ამბობს დარასელია.

ცნობილი გახდა, რომ თურქულ შეკრებაზე ქუთათურების ერთ-ერთი მეტოქე უნგრეთის მოქმედი ჩემპიონი "დებრეცენი" იქნება - ეს მატჩი 7 თებერვალს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა სახელმწიფო ფული არ არის?
rato
14:24 12-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული