სავარაუდო ტრანსფერი: გორის "დილა" მიხაილ გორელიშვილსაც იმატებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, მალე გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ერთ გვარიან ტრანსფერსაც გაჩარხავს და რუსული "ტოსნოს" ქართველ შემტევს, მიხაილ გორელიშვილს დაიმატებს.

21 წლის გორელიშვილი რუსეთის მოქალაქეა და გასული სეზონის პირველი ნახევარი "ტოსნოში" ჩაატარა, სადაც 16 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.

მანამდე კი, 2012-14 წლებში, გორელიშვილი უკვე იცავდა "დილას" ღირსებას, სადაც 34 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ "დილამ" უკვე შეიმატა გიორგი თექთურმანიძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მელქაძე და გიორგი ხიდეშელი. "დილას" ამჟამად მეორე ადგილი უჭირავს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.

გორული კლუბი პირველობისთვის ბრძოლაში თბილისის
"დინამოს" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემპიონიც გახდება, და ევროპაზეც გავა...ილურიძეც რო ყოფილიყო ძაან მაგარი იქნებოდა....
gori
12:02 15-01-2015
0
წინ მოდებაძე--გორელა, და ოდნავ უკნიდან ილურიძე,,უუF დაგლეჯავდნენ,,
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული