შეგახსენებთ, რომ "სიონის" რიგებში გიორგი ჭანკოტაძე, დათა სიჭინავა, გიორგი მიქაბერიძე, დათო საჯაია, გიორგი ბერიძე, სანდრო გურეშიძე გადმოვიდნენ.
ლადო ბურდულის გუნდი საწვრთნელ პროცესს 15 იანვარს განაახლებს. თურქეთში გამგზავრებამდე დაგეგმილია 5 სპარინგ-მატჩი.
1-ელ თებერვალს "სიონი" ანტალიაში, კერძოდ კი, ბელეკში გაემგზავრება, სადაც სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდება. თურქული შეკრება 13 იანვრამდე გასტანს. უცხოური მომზადების პირობებში ბოლნისელები 5 ამხანაგურ მატჩს გამართავენ.