უჩა სოსიაშვილის გუნდი დღეს, 20 იანვარს, 14 საათზე, პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს "ვიტ ჯორჯიასთან". 24 იანვარს "დილა" რუსთავის "მეტალურგს" მიიღებს, 27 იანვარს კი ლადო ბურდულის "სიონთან" ისპარინგებს. 28 იანვრიდან გორელები თურქულ შეკრებაზე გაემგზავრებიან.
დღეს გახდება ცნობილი, რომელ გუნდებთან ითამაშებს ქართული კლუბი საკონტროლო მატჩებს. "დილას" ერთ-ერთი წარმომადგენელი თურქეთშია და ამ საკითხს ადგილზე არკვევს.
ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, გუნდი დატოვა 31 წლის მეკარე ბექა შეყრილაძემ. ეს ფეხბურთელი "დილას" შემადგენლობაში 2011 წლიდან თამაშობდა. ამას გარდა, მას რუსთავის
შევიტყვეთ ისიც, რომ "დილაში", დიდი ალბათობით, გიორგი გავაშელიშვილი ითამაშებს. 25 წლის ცენტრალურ მცველს სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. გორელები, საჩემპიონო მარულაში ბოლომდე ყოფნას რომ აპირებენ, გრძელი სათადარიგო სკამის ფორმირებასაც გეგმავენ და ეს სულაც არ არის გასაკვირი.
ამბობენ, რომ "დილას" ინტერესებშია ლაშა გვალიაც, თუმცა იმავე "დილასა" და "ზესტაფონის" ყოფილი ნახევარმცველი, ჩვენი ინფორმაციით, კარიერას მშობლიურ "კოლხეთში" გააგრძელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"