თბილისის "დინამომ" ბრაზილიელებთან ერთად წლის პირველი სპარინგი 12:0 მოიგო

AutoSharing Option
21 იანვარს თბილისის "დინამომ" წლის პირველი მატჩი ჩაატარა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა პირველლიგელ "სტუ-ნ.დინამოსთან" სპარინგი გამართა და დიდი ანგარიშით, 12:0 მოიგო.

გოლები გაიტანეს: ჩირგაძემ (2), კიტეიშვილმა, ლობჟანიძემ, მიქელთაძემ, ჯიღაურმა (3), ჯერემიამ (2), მიქელთაძემ და გველესიანმა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა იმ ფეხბურთელებმაც მიიღეს, რომლებიც "დინამოში" სინჯებზე იმყოფებიან. მათ შორის ორი ბრაზილიელია: 20 წლის გუგა პედრო ვიტორი "ბოტაფოგოს" ახალგაზრდული გუნდიდან და 24 წლის ალბერტუ ტაილანი ბონსუსესუდან (კარიოკა-1). სინჯებზეა ასევე 24 წლის სერბი სტეფან ბუკორაჩი სერბეთის სუპერლიგის "დონი სრემიდან".

ინდივიდუალურად ივარჯიშა და არ უთამაშია გიორგი პაპუნაშვილს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საიდან ნახულობენ ამ დაბალი დონის ლეგიონერებს,მითუმეტეს რაგაც გაუგებარი სერბეთის და ბრაზილიის გუნდებიდან,პარტიზანი და სანტოსიდან გასაგებია რომ აქ არავინ ჩამოვა,მაგრამ ცოტა იმაზე ხომ უნდა იფიქრონ ეს ფეღბურთელები ჩვენებს ვერაფრით აჯობებენ და ვერც ევრო არენაზე გამოგვადგებიან
irakli
20:32 21-01-2015
0
Gagichirdebodat bijo
zanzarino
19:43 21-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული