მანამდე კი "ცხინვალმა" უკვე მეორე სპარინგ-მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე": "მეტალურგთან" გამარჯვებას (4:0) 21 იანვარს კიდევ ერთ უმაღლესლიგელთან, "სიონთან" მოგება მოჰყვა - 2:1.
ამ სპარინგში ანგარიში "ცხინვალის" ახალწვეულმა, 21 წლის რატი ცაცკრიალაშვილმა გახსნა, რასაც პირველ ტაიმშივე გელა ჯინჭარაშვილის საპასუხო გოლი მოჰყვა. მატჩის
ისე, როგორც წინა სპარინგ-შეხვედრაში, კახა კაჭარავამ ამჯერადაც ორი შემადგენლობით ათამაშა თავისი გუნდი:
I ტაიმი: ს. ნანიევი - ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ. ჯიშკარიანი - ბურძენაძე, იმედაშვილი - მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, მუმლაძე - შინდაგორიძე;
II ტაიმი: ნადირაძე - მთივლიშვილი, გიორგაძე, მაისაშვილი, ცერცვაძე - ს. მალანია, მახარობლიძე - ინჯიბაშვილი, ახვლედიანი, თავაძე - მაკასარაშვილი.
აი, რაც შეეხება "სიონს", ბოლნისურმა გუნდმა, ობიექტურ მიზეზთა გამო, მზადება სულ ახლახან დაიწყო და ეს პირველი საკონტროლო მატჩი იყო; თანაც, "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა "ცხინვალის" წინააღმდეგ ის ფეხბურთელები ათამაშა, რომელთაგანაც ზოგი დუბლშემადგენლობაში ასპარეზობს, ზოგი კი სინჯებზეა.
"სიონი": მაღრაძე, ჯაფარიძე, ქურდაძე, ბურნაძე, გიორბელიძე, გ. ჯინჭარაშვილი, გოგოლაძე, გ. ოქროპირიძე, ჩაფიძე, სტეფანია, ლ. ჯინჭარაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ხუმარაშვილი, ს. გურეშიძე, ჩიფჩიური, ჯაყელი, ცაბოლაშვილი, ქებურია, ბ. ოქროპირიძე.
მომდევნო საკონტროლო მატჩს "სიონი" 25 იანვარს "სამტრედიასთან" ჩაატარებს, ოღონდ ლადო ბურდული ამჯერად ძირითად შემადგენლობას დაეყრდნობა. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ 27 იანვარს "სიონი" გორის "დილას" წაესპარინგება, 28 იანვარს - "ვიტ ჯორჯიას", 30 იანვარს კი - "საბურთალოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"