"რეკრეატივოდან" ბოლნისის "სიონში" - ბურდული ბრაზილიელ ნახევარმცველს სინჯავს

AutoSharing Option
ბოლნისურმა "სიონმა" რამდენიმე დღის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, პორტუგალიელი ფორვარდი ვიეირა ლუის ალბერო მედინა დაიმატა, ახლა კი ლადო ბურდულის გუნდის შემადგენლობაში ბრაზილიელი ენდრიუ არაუჟუ და სილვა გამოჩნდა.

20 წლის არაუჟუ და სილვა ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. ჯერჯერობით, ის ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბურდული ბრაზილიელის საკითხს საკონტროლო მატჩების შემდეგ გადაწყვეტს. სავარაუდოდ, სამხრეთამერიკელი "სიონს" უცხოურ შეკრებაზეც გაჰყვება.

ამ ეტაპზე კი ბრაზილიელის შესახებ "სიონის" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი 1994 წლის 16 მაისსაა დაბადებული და საკმაოდ ტექნიკურიცაა (ბრაზილიელისგან ეს, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს).
კარიერა მან ესპანურ "რეკრეატივოში" დაიწყო, მერე ითამაშა "ბარსელონასა" და "ბეტისის" ასაკობრივ გუნდებში, ბოლოს კი ისევ "რეკრეატივოს" დაუბრუნდა.

ამ დროისთვის, "სიონს" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოკრძალებული, მე-14 ადგილი უკავია, თუმცა ბოლნისელები სატურნირო მდგომარეობის კარდინალურად გაუმჯობესებას გეგმავენ და ვნახოთ, როგორ გამოუვათ ეს საქმე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული