20 წლის არაუჟუ და სილვა ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. ჯერჯერობით, ის ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბურდული ბრაზილიელის საკითხს საკონტროლო მატჩების შემდეგ გადაწყვეტს. სავარაუდოდ, სამხრეთამერიკელი "სიონს" უცხოურ შეკრებაზეც გაჰყვება.
ამ ეტაპზე კი ბრაზილიელის შესახებ "სიონის" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი 1994 წლის 16 მაისსაა დაბადებული და საკმაოდ ტექნიკურიცაა (ბრაზილიელისგან ეს, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს).
ამ დროისთვის, "სიონს" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოკრძალებული, მე-14 ადგილი უკავია, თუმცა ბოლნისელები სატურნირო მდგომარეობის კარდინალურად გაუმჯობესებას გეგმავენ და ვნახოთ, როგორ გამოუვათ ეს საქმე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"