მომდევნო საწვრთნელ მატჩში ზამთარაძის შეგირდები ლადო ბურდულის "სიონს" დაუზავდნენ - 2:2.
ორივე გუნდის მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი ყველა ფეხბურთელს მისცა. თავად მატჩი კი საკმაოდ სანახაობრივი და დინამიკური გამოდგა. იმერლები თორნიკე შილაკაშვილმა დააწინაურა, ბოლნისელთაგან კი საპასუხო გოლი ახალგაზრდა მცველმა გიორგი გაფრინდაშვილმა შეაგდო.
მეორე ტაიმში ისევ "სამტრედია" დაწინაურდა - თორნიკე გორგიაშვილმა ბურთი მეკარის საჯარიმოში მიიღო, კარგად
სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, ინწკირველი, ბერიძე, ცნობილაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, საჯაია, ჭიკაიძე (ლუის ალბერტო);
II ტაიმი: ბათიაშვილი, სვანიძე, ს. გურეშიძე, გიორბელიძე, არაუჟუ, ცხადაია, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ქებურია, ლუის ალბერტო.
სამტრედია: თევდორაძე, კვირკველია, შალიკაშვილი, თ. გრიგალაშვილი (კაკუბავა), შარიქაძე, დოლიძე, ი. კერძევაძე, კაპანაძე, ბოლქვაძე, შილაკაშვილი, კაკუშაძე;
II ტაიმი: მუჯრიშვილი, კაკუშაძე, კაკუბავა, ბეჭვაია, თ. გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, გეწაძე, ქანთარია, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი, კიკაბიძე.
"სამტრედია" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. სპარინგების გრაფიკი დავაზუსტეთ: იმერული კლუბი 7 იანვარს არა პერმის "ამკარს", არამედ გროზნოს "ტერეკს" შეხვდება, "სკონტოსთან" არ ითამაშებს, დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობაც ირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"