ბაჩანა არაბული კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს

AutoSharing Option
გორის "დილას" ფორვარდი ბაჩანა არაბული "ცხინვალში" ითამაშებს. 20 წლის ფეხბურთელი გორულ კლუბში შემოდგომაზე ჩაირიცხა, როცა ესპანეთის "ალკორკონიდან" წამოვიდა. მაშინ ის ტრავმირებული იყო და ფორმის აღდგენის შანსი მისცეს.

"დილაში" არაბულმა 9 მატჩი ჩაატარა და სულ ერთი გოლი გაიტანა. 19-წლამდელთა ნაკრებიდან მას კარგად იცნობს "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა, ენდობა და იმედოვნებს, რომ არაბული მის გუნდს გააძლიერებს.

საქმე ისაა, რომ კაჭარავას თავისი ვაჟის, "ცხინვალის" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას შემცვლელის მოძებნა სჭირდება. ნიკა კვლავ უცხოეთში წასვლას გეგმავს - "როსტოვის" მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს, თურმე,
კაჭარავას შეკრებაზე წაყვანა სურს.

სხვათა შორის, 2013 წელს სწორედ ბერდიევი იყო ქართველი ახალგაზრდის ყაზანის "რუბინში" მიწვევის ინიციატორი. ის დარწმუნებულია, რომ კაჭარავას რუსულ ფეხბურთში გამოაჩენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერდიევი ხედავს კაჭარავაში თავდამსხმელს და ქართველი მწვრთნელები ვერა?
ზაზა
19:20 26-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული