დავით კირკიტაძემ ისრაელის პირველ ლიგას ქუთაისის "ტორპედო" ამჯობინა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ დუბლშემადგენლობასთან ისპარინგა და 3:0 მოიგო. დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ, ერთხელაც თავი ბექა ტუღუშმა გამოიჩინა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ პირველ და მეორე ტაიმებში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა. ქუთაისელთა მთავარ გუნდში გამოჩნდა 21 წლის მეკარე ლევან ტყეშელაშვილი, რომელიც აქამდე თბილისის "დინამო 2"-ისა და ასაკობრივი ნაკრებების კარს იცავდა.

თურქეთში გამგზავრებამდე ქუთაისის "ტორპედომ" საღორიას საწვრთნელ ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა. გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, გიორგი დარასელიასაც გასაუბრებოდნენ. მათთვის სიახლე იყო მოედანზე დავით კირკიტაძის გამოჩენა - 22 წლის
თავდამსხმელი ბოლოს ისრაელის პირველი ლიგის "ირონ ტიბერიასში" თამაშობდა, მაგრამ კარიერის გაგრძელება მშობლიური ქალაქის გუნდში ამჯობინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქ ეტყობა სკამზე იჯდა და მიხვდა, რომ ვერასოდეს მიუახლოვდებოდა კლასით კონკურენტებს. ჩვენთან კიდევ ნაკრების კანდიდატად მოიაზრებენ პატრონები. არა და კაცმა უბრალოდ ბურთის გაჩერება არ იცის. ჩვენი მწვრთნელების ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ისინი ნიჭიერ ფეხბურთელებს ვერ არ ჩევენ უნიჭოებისაგან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული